| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან სპორტის გამოყოფის ინიციატივით „ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი გამოვიდა.
პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის სიტყვით გამოსვლის შემდგომ დეპუტატმა განაცხადა, რომ უწყებების შეერთებამ სპორტში ხარვეზები გამოავლინა.
„დაისვა საკითხი კულტურასთან დაკავშირებით და ჩვენთვისაც სპორტსმენებისთვის და სპორტის მესვეურებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის გამოყოფა. ცალკე რომ იყოს სპორტი. მან შეასრულოს თავის ფუნქცია. იმ დროისთვის როცა დადგა შეერთების საკითხი ყველამ მხარი დავუჭირეთ, მაგრამ გამოიკვეთა ხარვეზები და სპორტის სწორად განვითარებისთვის ვფიქრობ, უნდა იყოს ცალკე ერთეულად გამოყოფილი. იქნება სამინისტროს ქოლგის ქვეშ, იქნება სახელმწიფო დეპარტამენტი თუ სხვა ამაზე მსჯელობაა საჭირო. იმ გამოწვევებიდან გამომდინარე რაც ქართულ სპორტში არსებობს ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი”,- განაცხადა მან კომიტეტის სხდომაზე.
დეპუტატის ინიციატივაზე ჩხენკელმა საკითხის განხილვაში შესაბამისი უწყებების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ვიმსჯელოთ ამაზე. პარლამენტის განათლების კომიტეტის და სამინისტოს დონეზე დავიწყოთ მსჯელობა და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“