| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.
მოსწავლეებმა - ლელა ფუტკარაძემ, თამრიკო მაკარაძემ და ხატია ქარცივაძემ დევიზის ფარგლებში - „სიკეთე გადამდებია“ - გიორგი ბერიძეს შეუგროვეს მცირეოდენი მკურნალობის ფული.
„ჩვენც, როგორც შევძელით და როგორც შეგვეძლო შევაგროვეთ გიორგისთვის მცირედი ფული, მიუხედავად იმისა რომ ჩვენს სოფელში მცირედი მოსახლეობაა დარჩენილი, მათგან მივიღეთ ეს ფული და იმედია გიორგის წვრილმანით მაინც დავეხმარებით.გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენი სოფლის ოლადაურის მოსახლეობას, რომელიც დაგვეხმარა ფულის შეგროვებაში და როგორც შეეძლოთ ისე, შეძლებისდაგვარად გაიღეს ფული.
ჩვენ ერთად შევძლებთ გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი!
ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, როგორც მოგეხერხებათ ისე დავეხმაროთ გიორგის გადარჩენისათვის.
#გადავარჩინოთგიორგი“,-ნათქვამია მოსწავლეთა წერილში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები
იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია
ვიზიტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროს
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ