| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IIა კლასელებმა ფრინველების სახლის მაკეტები დაამზადეს.
პატარა ხელმარჯვე ოსტატებმა ფრინველების სახლის მაკეტების დასამზადებლად მუყაო, ფერადი ქაღალდები, ხილის წვენისა და მაწვნის ქილებიც კი გამოიყენეს. ამის გაკეთება ბავშვებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გამოსაზამთრებლად აქ დარჩენილი ფრინველების ცხოვრებას მხატვრული ტექსტების დახმარებით გაეცნენ.
სამომავლოდ კლასის ხელმძღვანელმა თეა ჭუმბურიძემ ბავშვებს „შაშვების ქალაქის გაშენება“ და სკოლის ეზოს ფერადი ჩიტების სახლებით დამშვენება შესთავაზა. აღნიშნული პროექტი მშობლების, კერძოდ, მამების აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.
სკოლის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ამ საინტერესო იდეის განხორციელებას ხელმარჯვე პატარები აუცილებლად შეძლებენ.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი