| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის მუნიციპალიტეტის ჯავახის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები ახალ და საინტერესო პროექტებში. დირექცია და მასწავლებლები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე და საინტერესო ტრენინგებს ესწრებიან.
„ჩვენი სკოლის პედაგოგები აქტიურად ჩაერთულნი ვართ, როგორც არაჩართული სკოლა, „ახალი სკოლის მოდელში“. შესაბამისად, ჩვენი სკოლის მათემატიკის წამყვან მასწავლებელს რესურსცენტრის კოორდინატორობაც შესთავაზეს. სკოლის მოსწავლეთა 60 პროცენტი ჩართულია მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge. რეიტინგით ჩვენმა სკოლამ მე-9 ადგილი აიღო. ახლაც მოტივირებულები ვართ ამ საკითხით. დაწყებითი კლასების ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლები მონაწილეობენ USAID-ის ტრენინგებში. დირექტორი კი - დირექტორთა ტრენინგში, რომელსაც უძღვება ძვირფასი ტრენერი კახა ჟღენტი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი