| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გურჯაანის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისიციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორი პედაგოგის ნანა ნიკოლაშვილის ორგანიზებით, 29 ნოემბერს უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა მოეწყო.
შეხვედრას ესწრებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, სკოლამდელი დაწესებულების მენეჯერები, რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, სოფელ ველისციხის ბიბლიოთეკის თანამშრომლები, სამოქალაქო განათლების ექსპერტები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. შეხვედრა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა და ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დისკუსიის დროს მოსწავლეებმაც გამოთქვეს მოსაზრებები ქალთა დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით.
„დამსწრე საზოგადოება შეთანხმდა - საკითხი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და რომ საზოგადოების დიდი ნაწილი საჭიროებს ქალთა უფლებების საკითხებზე ინფორმირებას“,- აღნიშნავს ველისციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორი პედაგოგი ნანა ნიკოლაშვილი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ