სიახლეები
სკოლები

„დროა მასწავლებლის პროფესიონალიზმი გამოვლინდეს მოსწავლის გვერდით დგომით!“-იფარის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ირმა ივანიაძე
30-11-2020
-
+


მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის - ბერიკა შუკაკიძის იდეას, რომლის თანახმად, მასწავლებელი ყოველ წელს უნდა ფასდებოდეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ირმა ივანიაძე გამოეხმაურა. 

„გააჩნია, რას გულისხმობს ბატონი ბერიკა. თუ ის თვლის, რომ მასწავლებელი ყოველწლიურად უნდა გამოიცდებოდეს და ფასდებოდეს სასერტიფიკაციო გამოცდების მსგავსი მიდგომებით, ჩემი აზრით, ეს აბსურდია. ვფიქრობ, იგი უნდა გულისხმობდეს რაღაც სხვას, ჯერაც არ გამოცდილ მექანიზმს მასწავლებლის შეფასებისა, მაგრამ თუ რას?- არ ვიცი...საინტერესოა თავად ბერიკას აზრი ამ საკითხის შესახებ. თუმცა, მე, სოფელ იფარის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ირმა ივანიაძე, მივიჩნევ, რომ სასურველი იქნებოდა უკვე სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ყოველწლიური შეფასება, თუ ეს პირდაპირ დაუკავშირდებოდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონაცემებს, რაშიც მოვიაზრებ იმას, რომ სწავლა/სწავლების სამივე საფეხურზე, დაწყებითი, საბაზო და საშუალო, აღსაზრდელთა წინსვლა შეიძლება დამოკიდებული იყოს მათი შემაჯამებელი, ე.წ. საბოლოო შეფასების ინდიკატორზე, როცა თითოეული საფეხური ანგარიშვალდებული იქნებოდა ერთიმეორის წინაშე, ვიდრე ეროვნულ გამოცდებამდე. ანუ, თუ მასწავლებელი მოსწავლეს განუსაზღვრავს შეფასებად 10 ქულას, 9-ს ან 8-ს და ა.შ., ეს მაჩვენებელი ზუსტად უნდა ასახავდეს მოსწავლის ცოდნის ნამდვილ დონეს მისი მოწაფეობის ყოველ ეტაპზე, კვლავ გავიმეორებ, ვიდრე ეროვნულებამდე!

თუმცა, აქაც, შეფასების საკითხებში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვაქვს სხვადასხვა გარემოებით განპირობებული დარღვევა: სუბიექტური და ობიექტური მიდგომები, წახალისებისა თუ დასჯის თავისებური პრინციპები, რეპეტიტორთან მომზადების და მოსწავლის სკოლა/მასწავლებლისაგან გაუცხოების არასახარბიელო მაგალითები და სხვ.

რადგანაც საშუალო სკოლა მე-11 მე-12 კლასელებს საატესტატო გამოცდებს აღარ აბარებინებს და გასაგებიცაა, თუ რატომ..., ჩვენ მიერ მათთვის მინიჭებული განმსაზღვრელი შეფასება მეტ-ნაკლებად ექვივალენტური მაინც უნდა იყოს („პასუხს უნდა აგებდეს“) მათ მიერ ეროვნულებზე დადებულ მონაცემებთან. გთხოვთ აქ ნაგულისხმევის სწორად გაგებას - „პასუხს უნდა აგებდეს“ შეფასება-მეთქი, ანუ პირობითად ნიშანი, და არა ამ ნიშნის გამომყვანი მასწავლებელი, ვინაიდან მასწავლებელმა მოსწავლე სკოლაში საბოლოოდ კი შეაფასა, ვთქვათ, ათ ქულაზე, მაგრამ ეროვნულ გამოცდებზე გასვლისას, შესაძლოა, მას ფსიქო-ემოციური ან  ჯანმრთელობის სხვადასხვა დამაბრკოლებელი განუვითარდეს და ხელი შეეშალოს მაღალი მოლოდინების გამართლებაში, რაც, ყველას მოგვეხსენება, საკმაოდ ხშირია ხოლმე აბიტურიენტებთან. ამის გამო, სკოლა ან პედაგოგი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება დამნაშავე, ისევე, როგორც დამნაშავე არაა ასეთ დროს თავად მოსწავლე-აბიტურიენტიც.

დროა მასწავლებლის პროფესიონალიზმი გამოვლინდეს მოსწავლის გვერდით დგომით! - მასწავლებელი არა მხოლოდ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს უნდა აძლევდეს მოსწავლეს ზედმიწევნით სწორად, რაც, ჩემი აზრით, აუცილებელია, არამედ უნდა იცნობდეს მას პიროვნულ დონეზეც - აძლევდეს რჩევებს და ეხმარებოდეს საკუთარი თავის შეცნობაში, მისწრაფებებისა და ნიჭის რეალიზებაში, რისთვისაც უკვე საჭიროა მასწავლებელს გამოუთავისუფლდეს თავის აღსაზრდელებთან ურთიერთობისათვის უფრო მეტი დრო, ვიდრე მას ეს ოდესმე ჰქონია...

შესაბამისად, ჩვენ, მასწავლებლები კი არ უნდა ვემზადებოდეთ რაღაც-რაღაც გამოცდებისა თუ შეფასებისათვის ყოველწლიურად, არამედ ჩვენი ყოველდღიური, უწყვეტი თვითგანვითარება პროფესიაში, ( რაც არ გამორიცხავს იგივე ტრენინგ-ვებინარებსა და სხვა მისთანებს), უნდა ემსახურებოდეს უშუალოდ მოსწავლეთა სამომავლო მზარდ წარმატებებს თავთავიანთ ფართო ასპარეზზე, ეროვნულები იქნება ეს თუ სხვა, თავად ცხოვრების მიერ შეთავაზებული გამოცდა ან მისი მსგავსი რამ... 

აქვე აღვნიშნავ, რომ მე ყოველთვის მომხრე ვიყავი და ახლაც მომხრე ვარ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისა. 2014 წელს უკვე გახლდით უფროსი მასწავლებელი. ახლა ვაპირებ წამყვანობისათვის გამოცდაზე გასვლას და თუ მშვიდობა მოგვემადლება სამომავლოდ, არც მენტორობისათვის დავიზარებდი იგივეს... მაგრამ, მიმაჩნია, რომ ამ ერთჯერადი გამოცდების ( სავალდებულო უფროსობის, ხოლო ნებაყოფლობით წამყვანობისა და მენტორობის ) შემდეგ, უმჯობესია, მასწავლებელმა მთელი თავისი დრო, გამოცდილება, ძალ-ღონე და ემოცია მოახმაროს მასზე დამოკიდებული მოსწავლის გამოცდებისა თუ ზოგადად ცხოვრებისათვის მზადებას და არა თავისი თავისა, მით უფრო მაშინ, თუ მას ერთხელ უკვე გამოცდიან და შეაფასებენ“,- აღნიშნავს პედაგოგი ირმა ივანიაძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

„ვერავინ აუკრძალავს მოსწავლეს, რომ მობილური ტელეფონით მივიდეს სკოლაში“

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები
საზოგადოება