სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა
30-07-2026
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მორიგი სტრუქტურული ცვლილებაა - უმაღლესი განათლების დეპარტამენტს დაემატა ახალი სტრუქტურული ერთეული - საერთაშორისო პროგრამების სამმართველო. ამ ნაბიჯით სამინისტრო კიდევ უფრო აძლიერებს უცხოეთში სტუდენტთა გაგზავნისა და საქართველოში უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიმართულებებს, რისთვისაც ფუნქციების ნაწილი ძველი ქვეპუნქტებიდან ახალ სამმართველოში გადანაწილდა.

საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს ძირითადი კომპეტენციები

ახალ სამმართველოს ფართო ფუნქციები დაეკისრა, მათ შორის საზღვარგარეთ სწავლის საგრანტო და სასტიპენდიო პროგრამების მართვა, საერთაშორისო საგანმანათლებლო მემორანდუმების შესრულება და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში სწავლების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ პროგრამებით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ნეიტრალური დოკუმენტების მფლობელ პირებსაც შეუძლიათ.

დოკუმენტით განისაზღვრა, რომ დეპარტამენტის უფროსი ვალდებულია ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს გაწეული საქმიანობის ანგარიში კვარტალში ერთხელ, ხოლო წლის ბოლოს — წლიური ანგარიში წარუდგინოს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება