სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღებში ცხენის დნმ-ის შემცველი ხორცი შედიოდა - დასკვანა ბაღებს დაუმალეს
03-08-2026
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებულ საქონლის გაყინულ ხორცში ცხენის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა. ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიულ დასკვნაში, რომელიც საბავშვო ბაღების გაერთიანებას გაეგზავნა.

ცხენის დნმ-ის კვალი 2026 წლის ივნისში, გეგმიური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის დროს აღმოაჩინეს. დასკვნის მიხედვით, ცხენის ხორცი გამოვლინდა ქარელის №2 საბავშვო ბაღიდან შემთხვევით აღებულ ნიმუშში, თუმცა იმავე პარტიის ხორცი მუნიციპალიტეტის ყველა, 24 საბავშვო ბაღს მიეწოდებოდა.

ქარელის №2 საბავშვო ბაღის დირექტორის, ქეთევან კურმაშვილის განცხადებით, ხორცის ნიმუში გეგმიური კონტროლის ფარგლებში აიღეს და იმ დროს საგანგაშო სიგნალი არ ყოფილა. მისი თქმით, კვლევის შედეგების შესახებ საბავშვო ბაღისთვის ოფიციალურად არ უცნობებიათ და ინფორმაცია „ქართლის ამბებისგან“ შეიტყო. როგორც დირექტორი ამბობს, სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ბაღს არ გადაეცა და ოფიციალურად მხოლოდ საბავშვო ბაღების გაერთიანებაში გაიგზავნა.

„ხორცი ლაბორატორიული შემოწმებისთვის წაიღეს. როგორც მახსოვს, ეს ივნისში მოხდა და გეგმური კონტროლის ნაწილი იყო. პერიოდულად ლაბორატორიულად მოწმდება როგორც მზა საკვები, ისე სასმელი წყალი, შესაბამისად, შემოწმდა ხორციც. თუმცა, პირველად თქვენგან მესმის ინფორმაცია, რომ მასში ცხენის ხორცი აღმოჩნდა“, – განაცხადა ქეთევან კურმაშვილმა.

„ქართლის ამბები“ წერდა, რომ 2026 წლის ივნისში ქარელის მერიამ მოულოდნელად ხორცის ახალი მიმწოდებელი კომპანიის შერჩევა დაიწყო. ოფიციალურად მიზეზად სახელდებოდა, რომ მიწოდებული ხორცი ჰიგიენურ ნორმებს არ აკმაყოფილებდა, თუმცა საჯაროდ არ საუბრობდნენ იმაზე, რომ ლაბორატორიულმა კვლევამ ცხენის დნმ-ის კვალი გამოავლინა.

ქარელის საბავშვო ბაღებს საქონლის ხორცს კომპანია „შპს ქართული ხორც-პროდუქტების ფერმერი“ აწვდიდა. კომპანიის დირექტორის, ბესიკ კახიძის განცხადებით, კომპანია გამოუცდელი იყო, ხოლო პასუხისმგებლობას თანამესაკუთრეს აკისრებს.

„როგორც ჩანს, იაფად ყიდულობდა სადღაც სოფლებში და იქიდან მოჰქონდა ხორცი. მე ჩემს მეწილეს ვერ ვუკავშირდები“, – განაცხადა კახიძემ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, კომპანიას ხორცის მიწოდება 2026 წლის ბოლომდე უნდა გაეგრძელებინა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 173 000 ლარს შეადგენდა, ხოლო ივნისის მდგომარეობით საბავშვო ბაღებისთვის უკვე მიწოდებული ჰქონდა 76 673 ლარის ღირებულების ხორცი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება