სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროგრამაზე ჩარიცხვის ვადები და საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ცნობლია
04-08-2026
-
+


სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესში ცვლილებები შევიდა. 

ამ წესის თანახმად, პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია ბენეფიციარის  განცხადება, რომლის წარდგენა ხდება მატერიალური ფორმით, ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) მცხოვრებ პირთათვის გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (შემდგომ – სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია) და ელექტრონული ფორმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, შესაბამისი ოფიციალური ვებგვერდების გამოყენებით, ყოველი წლის 1 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით. განცხადება უნდა შეიცავდეს ბენეფიციარის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი, გვარი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი) მისამართი;

დ) პროგრამის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება);

ე) სასურველი  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, რომელზეც სურს სწავლის გაგრძელება პროგრამის დასრულების შემდეგ;

ვ) სჭირდება თუ არა საერთო საცხოვრებელი;

ზ) ბენეფიციარის ინფორმირებული და ნებაყოფლობითი თანხმობა,  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით (შეგროვების, მათზე წვდომის, გამოთხოვის, ურთიერთდაკავშირების, შენახვისა და გამოყენების გზით), ამ წესით განსაზღვრულ პროგრამაზე ჩარიცხვისა და ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნებისთვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტების არასათანადოდ წარდგენის შემთხვევაში, განუსაზღვრავს პირს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის 10 სექტემბრისა.

3. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო შესაბამისი წლის 12 სექტემბრამდე სამინისტროს წარუდგენს პროგრამის ბენეფიციართა სიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია.

4. პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მიენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, წარდგენილი აქვს განცხადება და შესაბამისი სასწავლო წლისთვის არ აქვს მოპოვებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. ასევე, არ ფიქსირდება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აქტიური ან სტატუსშეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტად ან კურსდამთავრებულის სტატუსით


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება