| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება... უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული. იქნება როგორც საცალო გაყიდვები, ასევე იქნება ონლაინ გაყიდვის რეჟიმი. ამისთვის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრუქტურულმა ერთეულმა - EMIS-მა შეიმუშავა სპეციალური პლატფორმა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
გივი მიქანაძის განმარტებით, ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან, საშეღავათო პირობებთან დაკავშირებით:
„საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება, კონკრეტული ბანკის ბარათით ფორმის შეძენის შემთხვევაში რა შეღავათები შეიძლება ბანკმა გაითვალისწინოს შემძენ პირთან მიმართებაში“.
ამასთანავე, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტული სავაჭრო სივრცეების იდენტიფიცირებისთვის, დამატებით გაიყიდება სასკოლო ფორმები:
„საუბარი იქნება არა მხოლოდ იმ ფორმებზე, რაც პირველი ეტაპისთვის 1-6 კლასის მოსწავლეებთანაა დაკავშირებული, არამედ შემდგომი ეტაპებისთვისაც, როდესაც კონკრეტულ ოჯახს დასჭირდება დამატებითი ერთეულების შეძენა“, - დასძინა მინისტრმა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი