სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან
01-08-2026
-
+


იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი, ივანე ჩხაიძე ზაფხულის სეზონზე თავდაცვის მიზნით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

როგორც პროფესორი აღნიშნავს, 1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა.

„პირველი - მნიშვნელოვანია, როდესაც თქვენ ირჩევთ ოჯახისთვის დასასვენებელ ადგილს, გაითვალისწინოთ ოჯახის ყველა წევრი. თუ თქვენ გყავთ 1 წლამდე ასაკის ბავშვი, ზღვის კურორტი თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება არის ძალიან მაღალი რისკის შემცველი. თუ ბავშვის ასაკი 1 წელზე მეტია, შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ როგორც ზღვის, ისე მთის კურორტის სასარგებლოდ, მაგრამ 1 წლამდე ასაკის ბავშვის ოჯახი არ უნდა იყოს ზღვაზე დასასვენებლად წასული.

მეორე - სიფრთხილის ზომები გამომდინარეობს იქიდან, თუ რისი რისკი გვაქვს. რისკი გვაქვს ნაწლავური ინიექციების, კუჭ-ნაწლავის ინფექციების და აქედან გამომდინარე, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს პროდუქტების შენახვაზე, შესაბამის თერმულ დამუშავებაზე, ხილისა და ბოსტნეულის აუცილებლად გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხვაზე. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს ხელების დაბანის წესი. მინიმუმ 20 წამის განმავლობაში უნდა იყოს ხელი დაბანილი რომ დარწმუნდეთ, მიკრობები მთლიანად მოცილებულია.

მესამე - აუზით სარგებლობის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც აუზით სარგებლობს, აუზში ჩასვლის წინ იღებს შხაპს. ეს არის კატეგორიული მოთხოვნა და ერთადერთი შესაძლებლობა, რომ თავიდან ავიცილოთ ის დაავადება, რომელიც შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს აუზის წყლის თუნდაც მცირე მოცულობის გადაყლაპვის შემდეგ.

მეოთხე - კანის დაცვა სხვადასხვა მწერებისაგან. დამწვრობისგან კანის დაცვა აუცილებელია როგორც მთაში, ისე ზღვაზე. მზეს მთაშიც შეუძლია დამწვრობის გამოწვევა და ამიტომ, კანის დაცვა და ყოველ 2 საათში დამცავი მალამოს განახლება ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად გავითვალისწინოთ დროის პერიოდი. 11:00-დან 17:00 საათამდე პერიოდი არის ყველაზე მაღალი რისკის პერიოდი არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვის. ყველაზე უსაფრთხოა 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათის შემდეგ ზღვით სარგებლობა და ზღვის აბაზანების მიღებაც,“ - განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება