| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ, ნიკა ქვრივიშვილმა მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა.
მოსწავლის დამრიგებელი ციური პაქსაშვილი გახლავთ.
„გვინდა გაგაცნოთ ცოდნისკარის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე ქვრივიშვილი უსუპი(ნიკა). ნიკოლოზი BM recording studio - ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა. კონკურსი ითვალისწინებდა შემდეგს: მონაწილეს უნდა აეტვირთა სიმღერა და მოწონებების მიხედვით გამოცხადდებოდა გამარჯვებული. სწორედ ეს გამარჯვება დაიმსახურა ჩვენმა მოსწავლემ ნიკა ქვრივიშვილმა, მას გადაეცა არაჩვეულებრივი საჩუქრები: სტუდიური სიმღერის ჩაწერა სტუდია - BM recording studio -საგან , კირილე ვაშაკიძის სახელობის ხელოვნების სტუდიაში ერთწლიანი სწავლების ვაუჩერი, მაღაზია აკუსტიკისგან ძვირადღირებული გიტარა და ფოტოგრაფ ნოდო კაპანაძისაგან ფოტო სესია. გამარჯვებულ კონკურსანტს სახლში ესტუმრნენ პროექტის ორგანიზატორები და ადგილზე, პირადად გადასცეს საჩუქრები.
ცოდნისკარის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ნიკოლოზს ამ დიდ გამარჯვებას და კვლავ ვუსურვებთ წინსვლას და უამრავ წარმატებას“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი