| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N152 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლა-სწავლების პროცესს წარმატებით წარმართავს.
სკოლა დისტანციური სწავლებისთვის teams-ის პლატფორმას იყენებს. ასევე მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც TV სკოლის გადაცემებს აქტიურად მიმართავენ.
სკოლა ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში. აღნიშნული კვირეული ტარდება ონლაინ სივრცეში.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში, მასწავლებლებმა მოსწავლეებს აჩვენეს ფილმები და იმსჯელეს. სამოქალაქო განათლების მასწავლებლები მოსწავლეებს დისტანციურ რეჟიმში უტარებენ გაკვეთილებს ძალადობის თემაზე.
„ჩავატარებთ სასკოლო კონკურსს, სახელწოდებით -,,არა ძალადობას! ძალა უფლებას!“ კერძოდ: მოსწავლეები შექმნიან ელექტრონული სახის საინფორმაციო ბუკლეტს/ფლაერს, რომელშიც ასახული იქნება შემდეგი საკითხები: რა არის ბულინგი, ტერმინ „ბულინგის“ ქართული შესატყვისები; რა ფორმით შეიძლება იყოს გამოხატული ბულინგი? (კიბერ, ფქიქოლოგიური, ფიზიკური და სხვ.); . როგორ ვებრძოლოთ ბულინგს - რჩევები მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის; წიგნები, ფილმები, რომლებიც
ეხება ბულინგის თემას; სხვა სახის საინტერესო ინფორმაცია, მათ შორის ფოტოები.
მონაწილეობა მივიღეთ USAID საბაზისო განათლების პროგრამის განმახორციელებელ კვლევაში - Survey of Attitudes and Beliefs, რომელიც გენდერულ საკითხებთანაა დაკავშირებული“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი