| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ დიასამიძე დისტანციურ სწავლებაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს. მისი განმარტებით ონლაინ სწავლებას აქვს ხარვეზები, თუმცა დირექცია და პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველა მოსწავლე იყოს ჩართული სასწავლო პროცესში.
„გაზაფხულთან შედარებით გარკვეულწილად გაიოლდა ონლაინ გაკვეთილების ჩატარება. თავიდან ყველა არ იყო გარკვეულში სწავლების ამ სისტემაში. დღესდღეისობით შეფერხებები მაინც არის ინტერნეტთან დაკავშირებით. ყველას არ აქვს კომპიუტერი, ზოგი ტელეფონით სარგებლობს. მიუხედავად ამისა, მუშაობა მიდის, ბავშვები ჩართულები არიან.
ახლა ელექტრონულ ჟურნალებზე გადავდივართ და პედაგოგებს, ალბათ, გაუჭირდებათ. ფინანსურად სკოლას არ აქვს საშუალება, რომ შეუძინოს კომპიუტერი ყველა პედაგოგს, ან მოსწავლეს. იმედია, რომ სამინისტრო დაგვეხმარება, ჩვენი ფინანსებით ვერ შევძლებთ...
ამ პრობლემების მიუხედავად, ვცდილობთ, სასწავლო პროცესი არ ჩაიშალოს, უმეტესობა „თიმსით“ ვატარებთ გაკვეთილებს, მცირე ნაწილი იყენებს სოციალურ ქსელებს.
ახლა ელექტრონულ ჟურნალებზე სრულად გადასვლის შემდეგ ყველას მოუწევს „თიმსში“ მუშაობა, რომ ეს აისახოს.
გარკვეული დადებითი მხარეც აქვს ამ ყველაფერს. ინტერნეტ რესურსები სკოლაში დაბრუნების შემდეგაც გამოგვადგება, ესაც სწავლაა, ბევრი ახლა დაუახლოვდა კომპიუტერს იძულების წესით. თუ მასწავლებელი ან მოსწავლე ვერ მოდის სკოლაში, ამისთვის გამოვიყენებთ, ასევე მშობელთან კომუნიკაციისთვისაც კარგი საშუალება იქნება“,-აღნიშნავს დირექტორი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი