| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N83 საჯარო სკოლაში, ისევე როგორც დედაქალაქის სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.
სკოლაში 1230 მოსწავლე და 74 მასწავლებელია, რომელთაგან 5 მენტორი მასწავლებელია, 30 - წამყვანი, 2 მასწავლებელი ელოდება სტატუსის შეცვლას წამყვან მასწავლებლად, ხოლო დანარჩენი უფროსი მასწავლებელია.
სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს. ამ ეტაპზე ყველა მოსწავლე ჩართულია Teams- ის პლატფორმაში.
სკოლის დირექტორი და ოთხი პედაგოგი მონაწილეობს USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კვლევაში.
სკოლის ყველა თანამშრომელი აქტიურად არის ჩართული „ახალი სკოლის მოდელის“ მიმდინარე ტრენინგებში.
„83-ე საჯარო სკოლა თავისი წარმატებული კოლექტივით სკოლის ახალი შენობის მოლოდინშია და იმედს ვიტოვებთ, რომ ოცნება აგვისრულდება“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...