| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის საჯარო სკოლაში სწავლების პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს. დირექცია „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე გვიამბობს.
„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი ხელს უწყობს აქტიურ სწავლა-სწავლებას, რომელიც მოსწავლის შინაგანი მოტივაციის გაღვივებას უწყობს ხელს. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მიცემული კომპლექსური დავალებები მოსწავლეთათვის საინტერესო, სახალისო და მრავალი უნარების განვითარებაზე გათვლილი სამუშაოა, რომელსაც ასრულებენ. სხვადასხვა ეტაპების გავლის და შეჯამების შედეგად, ამაში მათ ეხმარება სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებიც, რომელთა მოძიება მათთვის ხელმისაწვდომია. დავალებები მრავალ თემასა თუ თემატიკას მოიცავს: მაგ,: სამშობლო, გმირობა, ადამიანური ურთიერთობები და სხვა მრავალი. აქედან გამომდინარე ქართულთან შესაძლებელია ისტორიის ინტეგრირება. მოსწავლეებს მოსწონთ კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი