სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხუცუბნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ზურა ქარცივაძე საკუთარ ლექსს გვიზიარებს
25-11-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ზურა ქარცივაძე შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევა. მას ძალიან უყვარს ჩანახატებისა და ლექსების წერა.

გთავაზობთ მის ერთ-ერთ ლექსს:

                        ***

იყო სოფელი იდუმალ მოსილი,

იყო მდუმარე, იყო წყვდიადი,

აქ დაიღუპა ხალხი დიადი.

მწარე ხმა ისმა უცებ სირენის,

ყველა იხსენებს თავის ახლობელს,

ვისაც კვალი აქვს კანზე სიბერის.

ყველა გაფრინდა, ვინც აქ ცხოვრობდა,

მე კი მათ სხეულს ვეფერებოდი,

მინდოდა მათზე ბუდე მეპოვა,

თუმცა ჯერ კიდევ ფრენას ვსწავლობდი.

იყო სოფელი იდუმალ მოსილი,

იყო მდუმარე, იყო წყვდიადი,

აქ დაიღუპა ხალხი დიადი.

პანიკის წუთებს ემონვის ყველა,

სულის ხსნის დარდი ცალკე გვაწუხებს,

მათზე ფიქრები გვჩეხავს და გვანგრევს.

თებერვლის თოვლში აგვერია მომავლის მზერა,

იქ, სადღაც შორს ვეღარ ვხედავთ სხივებს ნამიანს.

გავიდა დღეები, ისევ იცვალა ფერი სოფელმა,

მდუმარე დარდი თითქოს გაიქრო კაცმა ყოველმა,

მე კი ვუყურებ მწუხარებით შემოსილ ხეებს

და მაშინ ვხვდები, წლებიც კი ვერ ცვლის წარსულის დღეებს.

იყო სოფელი იდუმალ მოსილი,

იყო მდუმარე, იყო წყვდიადი,

აქ დაიღუპა ხალხი დიადი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება