სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო ქედის საჯარო სკოლაში „საქართველოს გამომგონებელთა კლუბი“ ჩამოყალიბდა
25-11-2020
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქვემო ქედის საჯარო სკოლაში „საქართველოს გამომგონებელთა კლუბი“ ჩამოყალიბდა. მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ საკლუბო საქმიანობას.

„საქართველოს გამომგონებელთა კლუბის“ სოფელ ქვემო ქედის ახალგაზრდული გუნდი შედგა...

იმედი მქონდა და არც გამიცრუვდა.

მოტივირებული და იდეებით სავსე ახალგაზრდები გვყოლია. (მხარდაჭერისათვის დიდი მადლობა ქვემო ქედის საჯარო სკოლის ენერგიულ დირექტორს მაკა ბაინდურაშვილს).

სასწავლოდ და პროექტებზე სამუშაოდ გვჭირდებოდა შესაფერისი ფართი და გამოგვიყვეს ბიბლიოთეკის დარბაზში.

(მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის კლუბის და ამ ახალგაზრდების სახელით მადლობა სოფლის გამგებელს და უბრალოდ კარგ ადამიანს ავთანდილ ხუმარაშვილს).

ზემო ქედის და არხილოსკალოს სკოლებიდან არა მგონია ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდობა რომ არ იყოს,

მაგრამ, როგორც ჩანს, ინფორმაციის არასაკმარის მიწოდებას აქვს ადგილი, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კარი მუდამ ღიაა მოაზროვნე ახალგაზრდებისთვის, ველოდებით.

მხარი დაუჭირეთ, წაახალისეთ და მიესალმეთ ამ ახალგაზრდებს, ხვალინდელ გამომგონებლებს, ინჟინრებს, პროგრამისტებს, ექიმებს, დიზაინერებს, დეველოპერებს და ა.შ....

ვუსურვოთ წარმატება და მჯერა, რომ ქვემო ქედში თანატოლების წინაშე გამოსვლით დაწყებული პირველი ნაბიჯებით დიდ გზას დაადგნენ და დროთა განმავლობაში მიაღწევენ ევროპის, ამერიკის, აზიის და ა.შ. საგამოფენო სივრცეებს, თავიანთი მიღწევებით აწევენ ქართულ დროშას და წარმატებულნი იქნებიან პირად და საქმიან ცხოვრებაში.

მომავალი მათია“,-წერს საქართველოს გამომგონებელთა კლუბის დამფუძნებელი, ომარ ბილონაშვილი სოციალურ ქსელში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება