სიახლეები
სკოლები

ჯვარისის საჯარო სკოლა პროექტ „ტოლერანტობის“ პარტნიორია
25-11-2020
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლის პედაგოგები: მირანდა გიორგაძე (ინგლისური ენა), შორენა გიორგაძე (დაწყებითი განათლება) და ია შალიკიანი (სამოქალაქო განათლება) Erasmus+ და eTwinning-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტის „ტოლერანტობა“ მონაწილეები არიან.

პროექტის პირველი სამუშაო შეხვედრა ღების საჯარო სკოლაში შედგა.

პროექტის აღმომჩენები არიან: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“(„Teach for Georgia“) კონსულტანტ-მასწავლებელი და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი - თამარ სამსონიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ („Teach for Georgia“) კონსულტანტ-მასწავლებელი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბალანთას საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი: ნანა ვასაძე-ჯანელიძე.

"ითვინინგი წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის ყველა სკოლას თანამშრომლობითი პარტნიორობის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა საკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენებით. თუმცა, ამის გარდა, პროექტი ბევრ სხვა საკითხსაც მოიცავს.

ითვინინგის პროგრამა ასევე მოიცავს სწავლებას, სწავლების ახალი მეთოდების, ახალი ტექნოლოგიებს გამოყენებას და ტრადიციული დავალებების შესრულების ახლებურ გზებს.

დღესდღეობით, მისი სიმარტივიდან გამომდინარე, ითვინინგი წარმოადგენს ძირითად ძალას ევროპულ განათლებაში. უფრო და უფრო მეტი მასწავლებელი ერთვება ევროპულ პროექტებში ითვინინგის პროგრამის ფარგლებში.

ითვინინგი დაიწყო 2005 წელს ევროკომისიის ინიციატივის სახით, რომლის მთავარი მიზანიც იყო ევროპის მასშტაბით სკოლების არაფორმალური დაძმობილება, რაც მისცემდა მასწავლებლებს თანამშრომლობის საშუალებას ისეთი გრძელვადიანი მუშაობის გარეშე, როგორიც, ჩვეულებრივ, დამახასიათებელია სხვა ევროპული პროექტებისთვის. ის შექმნილია იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ მოქნილი მიდგომა ერთობლივი სასკოლო სამუშაოებისადმი და აქვს ხარისხისა და მხარდაჭერის უნიკალური სტრუქტურა, რომელსაც სთავაზობს ყველა საფეხურის მასწავლებელს.

ეს უნიკალურობა მდგომარეობს მხარდაჭერის სამსახურების არსებობაში როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ დონეზე. ეროვნული მხარდაჭერის სამსახური (NSS) ეხმარება და მხარს უჭერს ითვინინგის საქმიანობას ქვეყნის შიგნით. ის სთავაზობს მასწავლებლებს ტრენინგებს, დახმარებას და რჩევებს, ასევე ზედამხედველობს სკოლებისა და პროექტების განვითარებას ბარათების საშუალებით, რომლებსაც ავსებენ მასწავლებლები მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით. ეროვნული მხარდაჭერის სამსახური აწყობს ითვინინგთან დაკავშირებულ კონფერენციებს და შეჯიბრებებს, აქვეყნებს ბუკლეტებს და სხვა წამახალისებელ მასალას და ასევე მართავს ითვინინგის ეროვნულ ვებგვერდს.

ევროპულ დონეზე არსებობს ცენტრალური მხარდაჭერის სამსახური (CSS), რომელსაც ევროსაბჭოს სახელით მართავს ევროპის სკოლების კავშირი და რომელიც ასრულებს სხვადასხვა მოვალეობას. უპირველეს ყოვლისა, ის პასუხისმგებელია ევროპული ითვინინგის პორტალის, www.etwinning.net, ფუნქციონირებასა და მართვაზე, სადაც ევროპის ყველა სკოლა რეგისტრირდება და თანამშრომლობს ევროპელ პარტნიორებთან. პორტალი არის კარგად შემუშავებული კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც მასწავლებლებს სთავაზობს მთელ რიგ საშუალებებს თავიანთ პროექტზე მუშაობის გამარტივებისთვის, მათ შორის, პარტნიორის მოძიების ფუნქციას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს, ისევე, როგორც სხვადასხვა პროექტს, რაც ეხმარება მათ პროცესის დაწყებაში. პორტალის ფუნქციური თვისებების გარდა, მასზე განთავსებულია ასევე ითვინინგის პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ახალი ამბები, რაც ეხმარება მასწავლებლებს მუშაობის დროს. ცენტრალური მხარდაჭერის სამსახური აქვეყნებს ყოველთვიურ ბუკლეტებს. მას ასევე აქვს ევროპის ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური, რომლის მიზანია, დაეხმაროს მომხმარებლებს პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც შესაძლოა შეხვდეთ მათ პორტალზე ოპერირების დროს. ცენტრალური მხარდაჭერის სამსახურის მეორე ასპექტი არის ეროვნული მხარდაჭერის სამსახურთან ერთად ევროპული პროფესიული განვითარების ვორკშოფების მოწყობა, სადაც თავს იყრიან მასწავლებლები მთელი ევროპიდან, რათა უფრო მეტი გაიგონ იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელონ თანამშრომლობითი პროექტი ტექნოლოგიების გამოყენებით. ითვინინგის პარტნიორობა ხშირად იწყება პროფესიული განვითარების ვორკშოფებზე. ცენტრალური მხარდაჭერის სამსახური მჭირდოდ თანამშრომლობს ოცდარვავე ეროვნული მხარდაჭერის სამსახურთან, რათა დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ითვინინგის საქმიანობას ევროპის მასშტაბით. ითვინინგის პროგრამას გამოარჩევს ის უამრავი ჯილდოც, რისი მიღების საშუალებაც ეძლევათ მასწავლებლებსა და სკოლებს. ერთი მხრივ, დაწესებულია ითვინინგის ყოველწლიური პრიზი, რომელზეც ასობით განაცხადი შედის ყოველწლიურად. მთავარ პრიზს წარმოადგენს გამარჯვებული მასწავლებლისა და მოსწავლეების მონაწილეობა ითვინინგის ბანაკში, რომელიც იმართება აპრილის თვეში ევროპის რომელიმე თბილ და მზიან ადგილას. მეორე მხრივ, არსებობს ხარისხის ნიშანი, რომელიც გაიცემა ითვინინგის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოს პროფესიონალიზმისა და ხარისხის მიხედვით. ხარისხის ნიშნის მოპოვების პროცესი შედარებით მარტივია: სკოლებს შეაქვთ განაცხადი ჯილდოზე თავიანთი ქვეყნების ეროვნული მხარდაჭერის სამსახურებში და შემდეგ ეროვნული მხარდაჭერის სამსახური აფასებს მათ მიერ ჩატარებული სამუშაოს ხარისხს. თუ ითვინინგის თანამშრომლობის პროექტის მონაწილე ორივე სკოლა დაჯილდოვდა ხარისხის ნიშნით ეროვნული მხარდაჭერის სამსახურის მიერ, მაშინ ისინი მიიღებენ 7 ევროპული ხარისხის ნიშანს ცენტრალური მხარდაჭერის სამსახურისგან, მათი მიღწევების დასტურად.

ითვინინგის პროექტში ჩართულობა ნიშნავს ევროპის პრაქტიკოსი-მასწავლებლების საზოგადოების წევრობას, რომელთა მიზანია მისცენ თავიანთ მოსწავლეებს სხვა ევროპელ ახალგაზრდებთან უშუალო კონტაქტის გამოცდილება, გაეცნონ მათ იდეებს და გაცვალონ შეხედულებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც აინტერესებთ ახალგაზრდებს ყველგან. თავად მასწავლებლები კი განივითარებენ პედაგოგიურ უნარებს და გამოცდილებას და ითვინინგის პროგრამას აქცევენ უფრო დინამიკურ ჰუმანურ ჯგუფად, რომელიც მუდმივად იზრდება და მეტად თანამშრომლობითია.

გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, მნიშვნელოვანია, რომ ითვინინგის პროგრამაში შეიძლება ჩაერთოს ყველა: მასწავლებლები, მოსწავლეები, სკოლის დირექტორები, მშობლები, მხარდამჭერი სააგენტოს წევრები, ვებგვერდის სპეციალისტები, ტრენერი მასწავლებლები და პედაგოგიკის ექსპერტები ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან, ასევე ნორვეგიიდან და ისლანდიიდან - ის ადამიანები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაახლოების მიზნით, რათა ერთობლივი მუშაობით შექმნან საერთო ევროპული იდენტობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საჯარო სკოლების სრული სია, რომელთა ავტორიზაციის საკითხი 20 სექტემბრამდე განიხილება

დამტკიცებული მოსწავლის პირადი საქმის ფორმა - ინფორმაცია დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის

„ვერავის ვაიძულებთ, სკოლაში ფართი იჯარით აიღოს“... - მინისტრი სასკოლო კვებაზე

სკოლის ბუღალტერმა 2 მილიონზე მეტი საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა - შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ თანამშრომელი დაკავებულია

დიფერენცირებული სწავლება წელს არ იქნება, არც ისტ-ს ისწავლიან საბაზო საფეხურზე - ახალი სასწავლო წელი დაანონსებული ცვლილებების გარეშე

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, რომ გაიცნონ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურა
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

სიახლეები
საზოგადოება