სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოდგომის ფერები“ - ქუთაისის N21 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემეცნებით პროექტზე იმუშავეს
24-11-2020
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნინო ჩარკვიანი დინამიური, მაძიებელი, ძალიან ჭკვიანი და უსაზღვროდ ენერგიული, მოქნილი აზროვნების, ინტელექტუალური, კომპეტენტური, შინაგანად დახვეწილი, წარმატებული პროფესიული საქმიანობის პედაგოგია, სწორი სტრატეგიით, თანმიმდევრული მოქმედებებით, სამომავლოდ დასახული გზებით, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მაღალი დონით.

მისი ფასილიტატორობით მისი სადამრიგებლო I კლასის მოსწავლეები დისტანციური სწავლების დროს ხალისით ერთვებიან სხვადასხვა ტიპის აქტივობაში. ბავშვებს ექსპერიმენტები იზიდავთ, რაც მათ განვითარებასაც უწყობს ხელს. მასწავლებლის მხრიდან სწავლების მრავალფეროვანი მიდგომა სხვადასხვა სტილის მქონე შემსწავლელების ინტერესს აღვიძებს.

მოსწავლეებმა სიამოვნებით განახორციელეს პროექტი „შემოდგომის ფერები“, რომელსაც ფართო შემეცნებითი დატვირთვა ჰქონდა. ბავშვებმა ხალისითა და მონდომებით შეასრულეს სამუშაო. აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც.

პროექტის მიზანი ბუნებრივი და ხელოვნური მასალით ფერადი ნამუშევრების შექმნა გახლდათ. შემოდგომის ფოთლებით თაიგულის, გვირგვინის, ჰერბარიუმის მომზადება; ფერადი ფურცლებით შემოდგომის თემაზე კომპოზიციის შექმნა; შერეული ტექნიკით სურათის მიღება; ფოტოგრაფიის მოყვარულებს შეეძლოთ საკუთარი თვალით დანახული შემოდგომის ლამაზი პეიზაჟის ან ნატურმორტის გადაღება.

მზა მასალის პრეზენტაცია „თიმსის“ ონლაინ სივრცეში გაიმართა.

მთლიანობაში რამდენიმე საგნის ინტეგრირება მოხდა: ხელოვნება, ბუნებისმეტყველება, ქართული, ისტ-ი.

პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეების შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას: გარე სამყაროში არსებული ფერების, მშვენიერების აღქმას; მათზე დაკვირვებასა და საკუთარ ნამუშევარში გამოყენებას; წარმოსახვის, შემოქმედებით პროდუქტზე მსჯელობის, შთაბეჭდილების გაზიარების უნარის განვითარებას; სასწავლო პროცესით დაინტერესება, მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდა.

„პროფესიული წინსვლა და წარმატება! დასახული მიზნების მიღწევა ქალბატონო ნინო თქვენს მოსწავლეებთან ერთად!“-წერს დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება