TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კავთობა“ - დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ჩანაწერს გვიზიარებს
23-11-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი დღესასწაულ კავთობაზე ჩანაწერს გვიზიარებს.

კავთობა

ხანდახან ხდება, როდესაც ბავშვობის მოგონებები ნაკვერჩხალივით გიღვივებს სიყვარულს და სითბოს. გილამაზებს ყოფას, გარემოს,რომელსაც მთელი ცხოვრება ცხოველური ჟინით ეჭიდები, ებღაუჭები. ასე გგონია, რომ მავანი ქურდივით მიისაკუთრებს შენს წარსულს.თუმცა ის სხვა ვერასოდეს მიხვდება რომ, სამყარო დიდი გიგანტური აქოჩრილი ტალღაა, მიძინებული რომ ნავარდობს ოკეანის შუაგულში და ამით ინარჩუნებს თავის სიდიადეს. მერე ერთიანად იწყებს ფილები დრეკადობას და წყალიც გადმოდის თავის კალაპოტიდან. მოდის და მოაქვს სწორი აღქმის ნავსაყუდელი. გადმოდის დიდი ფრთოსანი ტალღებით და ანადგურებს იმ    ერთფეროვანი ცხოვრების სწორუპოვარ ხაზს.

ჩემი ლამაზი მოგონებების დიდი და აგორებული ტალღა, კახეთის ერთ-ერთი ლამაზი სოფელ კაკაბეთიდან იწყება, რომელიც მოგონებების ლამაზი დღეების, სრული განზომილებით იკვეთება და იბეჭდება.

ნათლად მახსოვს, რამხელა ბედნიერბას გვანიჭებდა მაღალ ფერდობზე შემომდგარი პატარა სალოცავი. როგორი დიდი სიხარულით მიგვიწევდა გული ამ ქრისტიანული დღესასწაულისკენ. ხოდა აი დადგა ეს დღეც, ვზივარ ლამაზად მორთული სუფრის თავში, შევცქერი ახლობელ სახეებს, გვირგვინივით შემორკალულ ტყის სიდიადეს და გუგუნით მონავარდე დალოცვილ ჰაერს. ამის შემხედვარე უნებურად გიჩნდება კითხვა-რატომ არის სიცოცხლე ასეთი, ხანმოკლე, დიადი და გრაციუზული? ბაღში აბიბინებულ ვარდს ჰგავს, იშლება თვალს ჭრის მნახველებს თავისი სურნელით, ატყვევებს ადამიანურ შთაგონებას. მერე შემოდგომის ნიავი დედიშობილა ჩვილივით უმოწყალოდ აშიშვლებს.  ზოგჯერ სიცოცხლე გამოფიტულ ნიადაგს ჰგავს, სადაც ვერცერთ მცენარეს და მონაგარს ვერ შეავლებ თვალს, მხოლოდ მზის სხივებით გამთბარი მიწის ბელტებია საარსებო მინიმუმი. ხანდახან სიცოცხლე მარტო ლხენა და ბედნიერებაა. რაშიც ხედავს ადამიანი განცხრომას, იქით მიმართავს თავის მამოძრავებელ საათის ღერძს. ზოგის სიცოცხლე სიყვარულია, მშფოთვარე, სათნო სიყვარული, რომელიც საზრდოს გარეშე ვერ სულდგმულობს, მაგრამ ზოგადად სიცოცხლე ბედნიერების დიდი განზომილებაა, სადაც უამრავ წვრილმანს საკუთარი დანიშნულება აქვს, სადაც ტრადიციული სუფრის თამადაც დიდი შემართებით ლოცავს, ამ ქრისტიანულ დღესასწაულს, ადიდებს უფალს და იმ სიყვარულს, რამაც გაგვაერთიანა.         

გაგვიმარჯოს!!!ბედნიერი განთიადით და მზიანი დარით შევხვედროდით ყოველ განსაცდელს. გვეხაროს, გვეცხოვროს ალალ-მართალი შრომით, გვევლოს პატიოსანი სულის გზით და გვეამაყოს ჩვენი გაზრდილი მომავლით. კახური მრავალჟამიერით შევხვედროდით რთველის ბარაქას. ამაგი დაგვედოს დედაბუნებისთვისაც, რომელმაც ათასი ჭირვარამი გადაიტანა და დღესაც ამხედრებული ჯარივით გვიდგას სინდისის სადარაჯოსთან. ეს შთაგვაგონებს, რომ ჩვენ ვართ ქართველნი, ათას გაჭირვებას გამოვლილი ერი,  დიადი სულის, მებრძოლები და დიდი მამულიშვილები. უფლის სურვილით გადაგველახოს წნეხი, რომლის მარწუხებსაც ვაჟკაცურად ვერკინებოდით. აბა გახედეთ გარშემო ნაბადივით შემორკალულ კაკაბეთის ტყეს, დიდი შეფოთლილი ხეებით, ლამაზი და შეუბილწავი ყვავილნარით. მონარნარე, სუფთა, დალოცვილი ანკარა წყლით. ჩვენი კავთაც მასთან შეზავებული სიმდიდრეა. მთელი სოფლის ამახმიანებელი, დამლოცველი და მადიდებელი ტაძარი. დღეს მისი დღეა,  ჩვენი კი პატივს მივაგებთ მთელი წელი ეულად მდგარ კავთას. ყველაწმინდა სალოცავი გფარავდეთ კახელებო. ახლობლებო, ნათესავებო, მეგობრებო! გახსოვდეთ რომ მოგონებების დიდი წრე აკრავს, ამ დიადი სალოცავის გზას,რომელიც დაბრკოლებებითაა სავსე, თუმცა როგორც კი აღმართს აუყვები, შენს წინ ხელის გულივით ჩანს ტაძარი. რამხელა სითბოა ამ კედლებში, უანგარო უბოროტო სიყვარული, სავსე სიკეთით სიმშვიდით. ყველა მლოცველს შეეწიოს მისი მადლი, იხარეთ და იდღეგრძელეთ, მრავალჟამიერი იყოს თქვენი გზამკვლევი! ასე დალოცვილი გზით მიდიხარ კულმინაციამდე, რომელსაც შაირები, ფანდურით შემოძახილი სიმღერები, ლექსები, მუსაიფი, მონატრება და სითბო უდევს სარჩულად.

ნინო დოხტურიშვილი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

დადგენილებით განისაზღვრა აღსაზრდელთა კონტინგენტი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:

გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ სკოლაში არსებობდა „ბულინგის კულტურა“, რომელსაც ხელმძღვანელობამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია.

განათლების სამინისტროს დებულებაში ცვლილებაა - ცნობილია, რა ვალდებულება და უფლებამოსილება დაემატა უწყებას

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება