სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო
27-07-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო განაცხადების მიღება იმ ორგანიზაციების შესარჩევად, რომლებიც „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ განხორციელებას გეგმავენ.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ ორგანიზაციებს, რომელთა პერსონალს უკვე მოპოვებული აქვს „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის №68/ნ ბრძანების №1 დანართით გათვალისწინებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის“ (ე.წ. 66-საათიანი მოდულის) ჩატარების უფლება.

ორგანიზაციებს შეუძლიათ ცენტრს მიმართონ განაცხადით შემდეგი ტრენინგმოდულების განხორციელების უფლების მოსაპოვებლად:

  • თამაში;
  • სოციალურ-ემოციური განვითარების ხელშეწყობა;
  • ბავშვთა კეთილდღეობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნვა ადრეულ განათლებაში;
  • ბავშვის განვითარება;
  • ადრეული ინკლუზიური განათლება.

განაცხადების მიღება 2026 წლის 27 ივლისს დაიწყება და 2 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადები მიიღება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე: [info@tpdc.ge]

განცხადებაში უნდა იყოს მითითებული ტრენერობის კანდიდატების სახელები და გვარები, ასევე, იმ ტრენინგმოდულების დასახელება, რომელთა მიწოდების სურვილიც აქვს პრეტენდენტს.

განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პერსონალის რეზიუმეები (CV);
  • პერსონალის შესაბამისი საქმიანობის (ფუნქციის) განხორციელების დამადასტურებელი ცნობა სამსახურიდან (საჭიროების შემთხვევაში);
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველი ორგანიზაციების პერსონალი, ტრენინგმოდულის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ,,სოციალურ-ემოციური განვითარების ხელშეწყობა’’ და ,,ბავშვის ფსიქოლოგია’’ - პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში.
  • ,,ბავშვთა კეთილდღეობასა და უფლებების დაცვაზე ზრუნვა ადრეულ განათლებაში” - სავალდებულოა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.
  • “ადრეული ინკლუზიური განათლება” - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის ან განათლების მიმართულებით და ადრეული ინკლუზიური განათლების ტრენერობის გამოცდილება.

მსურველი ორგანიზაციების შერჩევასა და შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურად შექმნილი კომისია.

კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებისთვის ცენტრის ტრენერები ჩაატარებენ თემატურ ტრენინგებს. მათი წარმატებით დასრულების შემთხვევაში ორგანიზაცია და მისი პერსონალი შესაბამისი ტრენინგმოდულის განხორციელების უფლებას მოიპოვებენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება