სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვეჩვევით დაბრკოლებების სწრაფად გადალახვას“- ტყემლოვანის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს
23-11-2020
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.

სკოლის დირექტორის რუსუდან ბიწაძის თქმით, საგაკვეთილო პროცესს არც ერთი მოსწავლე არ ჩამორჩება.

„დისტანციური სწავლება მეტნაკლებადაა რთული ჩვენი სკოლისთვის, მაღალმთიან სოფლებში მოქმედი სკოლებისთვის ძირითადი პრობლემა ინტერნეტი და გაუმართავი ტექნიკური დახმარებაა. არადა „თიმსში“ ყველანაირი პირობაა შექმნილი გაკვეთილი სრულყოფილად წარიმართოს. უნდა აღინიშნოს, რომ წინა პერიოდთან შედარებით ძირეული ცვლილებები და წინ გადადგმული ნაბიჯები ბევრი გვაქვს, ვეჩვევით დაბრკოლებების სწრაფად გადალახვას. ზემოთხსენებული პრობლემების ფონზე მაინც გავდივართ შედეგზე, არ მრჩება მოსწავლე ვინც საგაკვეთილო პროცესში ჩამოგვრჩება, თუ ეს ვერ ხერხდება „თიმსის“ დახმარებით უკვე სხვა ყველანაირ გზას ვიყენებთ საკონტაქტოდ.

ინტერნეტ სწავლებას, რა თქმა უნდა, სკოლაში დაბრუნების შემდგომაც გამოვიყენებთ მეტი მრავალფეროვნებისთვის. იმედია დისტანციური სწავლება დიდი ხნით არ გაგრძელდება“,- აღნიშნავს რუსუდან ბიწაძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად - დეტალური ინფორმაცია ქულის გათანაბრების შესახებ

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში კურსდამთავრებულს ულოცავენ გამოცდების წარმატებით ჩაბარებსა და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას უსურვებენ

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება