სიახლეები
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოტო კონკურსი - KIU Photo Contest იწყება
11-11-2020
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით საფუძველი ჩაეყარა  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოტო კონკურსს  „KIU PHOTO CONTEST“. 

კონკურსი ტარდება ააიპ „კულტურა და კონტაქტების“ ორგანიზებით და მიზნად ისახავს საქართველოში ფოტოგრაფიის, როგორც თანამედროვე ხელოვნების დარგის განვითარებას და ახალგაზრდა ფოტოგრაფების პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, მათი გამოვლენით, მხარდაჭერითა და გაძლიერებით. 

წლევანდელი კონკურსის თემაა:  „საქართველო – ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები“.  მონაწილეები თავისუფალნი არიან თემის ინტერპრეტაციაში, კრეატიულ მიდგომასა და ნამუშევრის ესთეტიკაში. 

ფოტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  18-დან 30 წლამდე ასაკის მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს (საქართველოს მოქალაქეებს და ასევე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს). 

კონკურსის ჟიური ფოტოგრაფიის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალებისგან შედგება და მათ შორისაა:

ტომას დვორჟაკი - ფოტოგრაფი, ფოტო სააგენტო MAGNUM PHOTOS პრეზიდენტი; 
მერიენ გოლონი - Washington Post-ის ფოტოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი და მთავარი ფოტო რედაქტორი; 
ალესია გლავიანო - Vogue Italia-ს მთავარი ფოტო რედაქტორი; 
აზუ ნვაგბოგუ - African Artists' Foundation (AAF)-სა და LagosPhoto Festival-ის დამფუძნებელი და დირექტორი; 
ნათელა გრიგალაშვილი - დამოუკიდებელი ფოტოდოკუმენტალისტი და ფოტოჟურნალისტი. 

კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 თებერვალი. გამარჯვებულთა ვინაობა 2021 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი. 

 კონკურსის კატეგორიები და ჯილდოები:

კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია, როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე ფოტო პროექტების გამოგზავნა. ფოტო სერიები შეიძლება იყოს ნებისმიერი ჟანრიდან – დოკუმენტური, კონცეპტუალური, რეპორტაჟი. 

კონკურსანტებმა უნდა მიუთითონ თუ რომელ კატეგორიაში იღებენ მონაწილეობას. ფოტო კონკურსის კატეგორიებია: პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ ფოტოგრაფებს. თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი ფოტო სერიის გამოგზავნის უფლება აქვს. 

მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში, მხოლოდ მოყვარულებს. თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი ფოტო სერიის გამოგზავნის უფლება აქვს. 

ერთი კადრის კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს. ამ კატეგორიაში თითოეულ მონაწილეს მაქსიმუმ სამი ინდივიდუალური ფოტოს გამოგზავნის უფლება აქვს.

კონკურსის პრიზები კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

პრიზები პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის: I ადგილი – 10 000 ლარი; II ადგილი – 7 000 ლარი; III ადგილი – 4 000 ლარი.
პრიზები მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის: I ადგილი – 7 000; II ადგილი – 5 000 ლარი;  III ადგილი – 3 000 ლარი.
პრიზები ერთი კადრის კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეებისთვის: I ადგილი – 3 000 ლარი; II ადგილი – 2 000 ლარი; III ადგილი – 1 000 ლარი.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ:kiuphoto.com ან დაგვიკავშირდით info@kiuphoto.com, ტელ.: 595 59 60 30, საკონტაქტო პირი მირა გრიგალაშვილი.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ხანძარი ზუგდიდის საბავშვო ბაღში

სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო  - განაცხადის ვადები და ყველა მნიშნელოვანი ინფორმაცია 

მასწავლებელი განათლების სამინისტროსგან საყვედურს მიიღებს და შესაძლოა სკოლიდანაც დაითხოვონ - სოცქსელების აკრძალვა საფრანგეთში და ახალი რეგულაციები

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026 ? - პასუხი აქტუალურ კითხვებზე

ხელფასები 1880-დან 5000 ლარამდე განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება აკადემიკოსებსა და  მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებს ეხება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა ექიმისგან მათთვის საინტერესო კოთხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება