სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე ერთადერთი ცვლილება ტესტის ხანგრძლივობას შეიძლება შეეხოს, რაც გარკვეული დავალებების ცვლას გამოიწვევს - სოფიო გორგოძე
03-10-2020
-
+


იგეგმება თუ არა ცვლილებები 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე? - კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე პასუხობს და აღნიშნავს, რომ ცვლილებები შეიძლება შეეხოს მხოლოდ ტესტის ხანგრძლივობას.

„ჩვენ ყოველ წელს ვაკეთებთ ანალიზს, ამ წელსაც ასე მოხდა. მოდელი იგივე რჩება - სამი სავალდებულო გამოცდა და მეოთხე თუ უნივერსიტეტი მოითხოვს. სამედიცინო მიმართულებით ისევ ოთხი სავალდებულო საგანი ჩაბარდება. ამ მხრივ არაფერი იცვლება. 

ერთადერთი, თუ რაიმე ცვლილებები დაიგეგმა და უახლოეს ერთ თვეში ეს ყველაფერი გვეცოდინება, ეს შეიძლება შეეხოს ტესტის ხანგრძლივობას. გვინდა ვნახოთ რამდენად შეგვიძლია შევამციროთ ზოგიერთი ტესტის ხანგრძლივობა, რომელიც მაგალითად, ოთხ საათიანია. ამან შეიძლება ფორმატში გარკვეული ცვლილება და გარკვეული ტიპის დავალებების ცვლა გამოიწვიოს. ზოგადად, ყოველ წელს, რომ დავალებების ტიპები იცვლებოდეს კარგია, რადგან ტესტი თუ დაიშტამპა, ყველა ტესტზეა ორიენტირებული, მისი შევსების ტექნიკებს სწავლობენ, ცოდნას კი არ იღებენ. ამ კუთხით შეიძლება გარკვეული ცვლილებები შევიდეს“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება