სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასკოლო ექსკურსიების წესები მკაცრდება - კერძო სკოლებსა და მძღოლებს შესაძლოა დამატებითი ხარჯის გაღება მოუწიოთ
06-09-2020
-
+


პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის საკითხს არეგულირებს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების მიღების შემთხვევაში მაქსიმალურად შემცირდება სასკოლო ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს უბედური შემთხვევის რისკი.

ცვლილებების შედეგად დეტალურად ხდება სკოლის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების განსაზღვრა. კერძოდ:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, ვალდებულია იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით;
  • მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას;
  • იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. ამასთან, როგორც ძირითად ისე სათადარიგო მძღოლს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე.
  • მძღოლი ვალდებული იქნება სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებებმა შესაძლოა გარკვეული დამატებითი ფინანსური ხარჯი გამოიწვიოს კერძო სკოლებისთვის და ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების, ან კომპანიებისთვიზ, რომლებიც აღნიშნულ მომსახუროებას გასცემენ.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე, სათადარიგო მძღოლი ვალდებულია სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას იქონიოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომლითაც არ დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. შესაბამისად, ამ პირს შესაბამისი საფასური გადახდა მოუწევს ამ ცნობის აღებისას.

კანონპროექტის მიღებამ ასევე შესაძლოა წარმოშოს გარკვეული სახის ფინანსური შედეგები ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან შესაბამისი იურიდიული პირისთვის, ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით. კანონპროექტი ასევე გავლენას მოახდენს იმ დაწესებულების საშემოსავლო ნაწილზე შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით, რომლებიც ტექნიკური დათვალიერების შესახებ შესაბამის ცნობას გასცემენ.

კანონპროექტმა შესაძლოა ასევე გავლენა მოახდინოს კერძო სკოლების ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ამ კანონპროექტით დადგენილი წესით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა გაძვირდება, მაშინ კერძო სკოლებს თავიანთი შემოსავლებიდან დამატებითი დანახრჯების გაწევა მოუწევთ მათი დაქირავებისას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება