სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, ბილეთის ფასი 199 ევროზე მეტი არ ეღირება
27-08-2020
-
+


საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ სტუდენტებისთვის რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ ფრენები ბუდაპეშტის მიმართულებით განხორციელდება, საიდანაც ისინი შემდგომ უკვე ევროპის ნებისმიერი მიმართულებით შეძლებენ გადაადგილებას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სტუდენტებისთვის ბილეთის ღირებულება 199 ევროზე მეტი არ იქნება.

„მოგეხსენებათ სასწავლო წელი იწყება არა მხოლოდ საქართველოში არამედ უცხოეთშიც. ბევრი ჩვენი მოქალაქე სხვადასხვა პროგრამებით, ისევე როგორც თავიანთი ნიჭით სწავლობენ საზღვარგარეთ და ჩვენ უკვე ორი რეისი გავაკეთეთ გერმანიის მიმართულებით. ეს იყო 25 ივლისს და 11 აგვისტოს, თუმცა მოთხოვნა შენარჩუნდა და დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს შესაბამის სამინისტროებთან ერთად ეფექტური მუშაობის ფარგლებში დადგინდა ახალი მიმართულება - ეს გახლავთ ბუდაპეშტი.

უახლოეს პერიოდში დაიწყება ფრენა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს სტუდენტებს შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში. ეს არ იქნება მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობენ, ეს იქნება მთლიანად ევროპის მიმართულებით და ბილეთის ღირებულებაც ვერ იქნება 199 ევროზე მეტი. რა თქმა უნდა მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ ამ პროგრამასაც  გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება