სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედა საზანოს საჯარო სკოლის ორი მოსწავლე ოქროს მედლით დაჯილდოვდება
04-08-2020
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზედა საზანოს საჯარო სკოლისთვის არც პანდემიას შეუშლია ხელი სასწავლო წელი წარმატებით დაესრულებინა. სკოლას წარჩინებული კურსდამთავრებულები ჰყავს. თეკლე ვარდოსანიძე და ინგა გოგნაძე ოქროს მედლებით დაჯილდოვდებიან.

გარდა ამისა, სკოლას საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეც ჰყავს. გასულ სასწავლო წელსა და ნიჭიერ მოსწავლეებს სკოლის დირექცია გვიამბობს:

„2019-2020 სასწავლო წელი ზედა საზანოს საჯარო სკოლისათვის განსაკუთრებული გამოდგა, არა მარტო იმით, თავისი ნაყოფიერი და წარმატებული არსებობის მე-100 წელს ითვლის, არამედ იმითაც, რომ მსოფლიოში არსებული კორონავირუსიის პანდემიის პირობებში უჩვეულოდ გაგრძელდა და დასრულდა მეორე სემესტრი.

კანონით გათვალისწინებული აკრძალვის გამო მეთორმეტე კლასელთათვის სევდანარევი სიხარულის და ჩვეული ჟრიამულის თანხლებით ბოლო ზარიც კი არ დარეკილა. მიუხედავად ამისა, კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც თორმეტი წლის განმავლობაში გამოირჩეოდნენ სიბეჯითით, არც შექმნილ განსხვავებულ სასწავლო რეჟიმს შეუშლია მათთვის ხელი და თავიანთი შრომისა, მეცადინეობისა და უძილო ღამეების ფასად სკოლა წარჩინებით დაამთავრეს. თეკლე ვარდოსანიძე და ინგა გოგნაძე ოქროს მედლებით დაჯილდოვდებიან და შეეცდებიან ეროვნულ გამოცდებზეც კარგი შედეგი აჩვენონ. სასწავლო წლის მაღალი აკადემიური შედეგით დამთავრება ჩვენი სკოლისათვის უცხო არ არის და არა მარტო მედალოსანთა შედეგები გვახარებს, არამედ გვყავს „ჩემი პირველი კომპიუტერის“ მფლობელი ელენე გამსახურდაშვილი, რომელსაც შემდგომ წარმატებას ვუსურვებთ.

შრომას, საქმის სიყვარულსა და პროფესიონალიზმს, ახალგაზრდების  ჩამოყალიბებაში ჩადებულ წვლილს, ყოველთვის მოსდევს კარგი შედეგი, ვიმედოვნებთ ჩვენი სკოლა კვლავაც გაუმკლავდება ყველა გამოწვევას და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში თავის სათქმელს იტყვის“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება