სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ექნებათ თუ არა, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს, პრივილეგიები ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას?
25-05-2018
-
+


მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა“. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა.

მედალოსნობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები რეგულირდება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით, კერძოდ:

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ოქროს მედლის კანდიდატი?

მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ვერცხლის მედლის კანდიდატი?

მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

მედლებს იღებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის გადაცემული ჯილდო მოზარდებისთვის არანაირი სარგებლისა და უპირატესობის მომტანი არ არის.


მედალოსანი მოსწავლეები დამატებითი პრივილეგიებით არ სარგებლობენ. უნივერსიტეტში ჩაბარებისას არამედალოსანი მოსწავლეების მსგავსად, ისინიც ყველა საგანს აბარებენ და არც უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში აქვთ რამე შეღავათი.

იგეგმება თუ არა წელს რაიმე სიახლე მედალოსანი მოსწავლეებისთვის, ექნებათ თუ არა მათ უნივერსიტეტში გამოცდების გარეშე მოხვედრის შანსი ან სხვა რამე შეღავათი, ამ კითხვებით Etaloni.ge განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, არც ამ წლისთვისაა დაგეგმილი რაიმე ტიპის შეღავათი მედალოსანი მოსწავლეებისთვის. მათი თქმით, შესაძალოა, რომელიმე უნივერსიტეტმა თავისივე ინიციატივით სწავლის საფასურთან დაკავშირებით შეღავათი გაუწიოს მედალოსან მოსწავლეს:

„უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისას, მედალოსანი მოსწავლეები არამედალოსნების მსგავსად, გადიან გამოცდაზე. გარდა იმისა, რომ მედლები და სერტიფიკატები გადაეცემათ, რამე დამატებითი პრივილეგიებით არ სარგებლობენ,“ - აღნიშნეს სამინისტროში.

წარჩინებულ მოსწავლეთათვის მედლების გაცემა 2009 წლიდან მიმდინარეობს და მას შემდეგ მედლებს მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება