სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ხათრით გავედი გამოცდაზე“-რას ამბობენ სამოქალაქო განათლების გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები
25-07-2020
-
+


დღეს აბიტურიენტებმა გამოცდა სამოქალაქო განათლებაში ჩააბარეს. აპლიკანტთა ნაწილმა სამოქალაქო მეოთხე საგნად აირჩია და ამბობენ, რომ სასურველ უნივერსიტეტში მოსახვედრად დღევანდელი გამოცდის შედეგი მნიშვნელოვანია. ნაწილის პასუხი კი ასეთია - „რა ვიცი, რაში დამჭირდეს, ჩავაბარე რა”.

„სამართალზე ვაბარებ. მეოთხე საგნად ავირჩიე სამოქალაქო. ისტორიაზეც გავედი, მაგრამ უკმაყოფილო ვარ, ამიტომ მინდა სამოქალაქო განათლებაში მაინც ავიღო მაღალი ქულა. სადაც მსურს სწავლის გაგრძელება, როგორც ვიცი, თსუ და ილიაუნი ორივე ითხოვს სამოქალაქოს”, - აღნიშნავს გამოცდიდან გამოსული ერთ-ერთი აბიტურიენტი. 

„ყველას ჰგონია, რომ სამოქალაქო უმარტივესია და ისტორია და მათემატიკა იყო ურთულესი, არადა ბევრი დეტალია, რაც ყურადღებას მოითხოვს. წინასწარ არ ვიცი, რა შედეგს დავდებ. მთავრია, ყველა გამოცდა დასრულდა, ამოვისუნთქე“,- ამბობს აბიტურიენტი. 

„უბრალოდ არჩეული მქონდა სამოქალაქო და ხათრით გავედი გამოცდაზე, მეზარებოდა წამოსვლა, იმედია, რამეში წამადგება ეს ქულა”,- ამბობს შემდეგი გამომსვლელი. 

„სამართალზე ვაბარებ და მინდა სამოქალაქოს ქულამ წარმატება მომიტანოს. ტესტი არ იყო რთული, არ მოვმზადებულვარ ისე გავედი და ვფიქრობ 40 ქულაზე მეტს მაინც ავიღებ”,- ამბობს ერთ-ერთი აპლიკანტი. 

„ქართულის და ისტორიის პირველი ვარიანტი ვიყავი და იმის მერე რა სირთულემ უნდა გამაკვირვოს?! როგორც იქნა დასრულდა ეს გამოცდები. დარწმუნებული ვარ, სტუდენტი გავხდები, მაგრამ რომელ უნივერსიტეტში მოვხვდები ჯერ არ ვიცი”,- აღნიშნავს სხვა აბიტურიენტი.

სამოქალაქო განათლების გამოცდით დღეს ეროვნული გამოცდები დასრულდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება