სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის პირობით მსჯავრს აღარ გამოიყენებენ
18-07-2020
-
+


დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია პროსტიტუციაში ჩაბმასთან ან/და ხელშეწყობასთან, ასევე პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება/გასაღებასთან, პირობითი მსჯავრის გამოყენება აიკრძალება, - ეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებაა  სსკ-ს 73-ე პრიმა მუხლშიც, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის, სასჯელის გადახედვას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, არასრულწლოვანთა პროსტიტუციასა და პორნოგრაფიასთან დაკავშირებული დანაშაულების შემთხვევაში, იკრძალება სასჯელისგან სრულად გათავისუფლება. ცვლილებების თანახმად, პროსტიტუციაში ორი ან მეტი პირის ჩაბმა, ასევე იმ პირის ჩაბმა, რომელიც დამნაშავის მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშაა ან მისი ოჯახის წევრია, დამამძიმებელი გარემოება ხდება და გათვალისწინებული იქნება უფრო მკაცრი სასჯელი.

მკაცრდება სასჯელი არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეთავაზებაზე, გავრცელებაზე, გადაცემაზე, რეკლამირებაზე ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფაზე- ამ შემთხვევაში, ნაცვლად 3 წლისა, გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო  განმეორებით, ასევე ოჯახის წევრის ან მეურვეობის ქვეშ მყოფი პირის მიმართ დანაშაულისთვის - თავისუფლების აღკვეთა 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ.

პროექტის თანახმად, ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაციისკენ მიმართული ყველა კატეგორიის დანაშაულისათვის უქმდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, პროექტით გათვალისწინებული ცვლილება ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს მისცემს დამატებით დროს მათ წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი აქტების შესახებ სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებისთვის. კანონპროქტის თანახმად, სსკ-ს 137-ე და 138-ე მუხლებს, რომლებიც გაუპატიურებასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ემატება დამამძიმებელი გარემოების პუნქტი: „ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით“. კანონპროექტის ინიციატორთა განმარტებით, დღეს არსებული დამამძიმებელი გარემოება - „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება“ სრულად ვერ ფარავს იმ შემთხვევებს, რაც მოიაზრება ნდობით, ავტორიტეტით ან გავლენიანი მდგომარეობით ბოროტად სარგებლობაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება