სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველას ვუსურვებ სექტემბერში სკოლის წკრიალა ზარის ხმას“- თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი საგანმანათლებლო სექტორს მადლობას უხდის
10-07-2020
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძე მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მთლიანად საგანმანათლებლო სექტორს კორონავირუსის პანდემიის და დისტანციური სწავლების გამო შექმნილ სირთულეებთან წარმატებით გამკლავებისთვის მადლობას უხდის. 


                                                           სექტემბერი, სექტემბერი - სკოლის ზარი წკრიალა ???

ვულოცავ ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს და მთლიანად განათლების სისტემას  განსხვავებული სასწავლო წლის წარმატებით დამთავრებას. ამ განსხვავებულობამ დისტანციური სასწავლო პროცესის ნაყოფიერად წარმართვის გარკვეული გამოცდილება შეგვძინა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გონივრულად გამოვიყენებთ. თუმცა ჯერ არ ვიცით ამ საჭიროების აუცილებლობა გვექნება თუ  არა სექტემბერში.

მადლობა:  თითოეულ მოსწავლეს ონლაინ სწავლებაში აქტიური ჩართულობისათვის;

                 პედაგოგებს, იმ თავდადებული მუშაობისა და ერთგულებისათვის, რაც ონლაინ გაკვეთილების ჩატარებისას გამოიჩინეს;

                 მშობლებს დისტანციური სასწავლო პროცესის ხელშეწყობისათვის, რაც მათი  შვილების ინტერნეტით  უზრუნველყოფაში გამოიხატა;

                 ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის;

                 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც ჩვენ მოსწავლეებს საშუალება მისცა izrune.ge -ს-ს ონლაინ ტესტები უფასოდ გაევლოთ;

                 „ეტალონს“, მის მთლიან გუნდს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს იმ ფასდაუდებელი საქმიანობისთვის რასაც აკეთებს  ჩვენი მოსწავლეების განათლებულ  და ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ქვეყნის მთავრობას იმ გონივრული გადაწყვეტილებებისთვის, რომლითაც თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა დაიცვა.

ვუსურვებ ყველას ჯანმრთელობას, სიხარულს, დიდ წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და  სექტემბერში სკოლის წკრიალა ზარის ხმას.

მარინა გოცირიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის სჯარო სკოლის დირექტორი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება