სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დღეს გამოცდას მსჯავრდებული აბიტურიენტები აბარებენ - მათგან ორი სასჯელს აღარ იხდის
07-07-2020
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებს დღეს პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები აბარებენ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ etaloni.ge-ს განუცხადა, წელს სულ 22 პატიმარია დარეგისტრირდა ეროვნულ გამოცდებზე. მათგან 2 გამოცდაზე აღარ გამოსულა

"მსჯავრდებულები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარეს წელს გახლავთ 20. აქედან 5 ქუთაისის ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში აბარებს გამოცდას, დანარჩენები თბილისში. ისინი დღეს აბარებენ პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 

მათ ტრანსპორტირებას პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს. საგამოცდო ცენტრებში ისინი ბადრაგის თანხლებით მოჰყავთ. მოგვიანებით გვეცოდინება რეგისტრირებულიდან რამდენი გამოცხადდა. 

რაც შეეხება ინფორმაციას თუ რა პროგრამებზე აბარებენ ეს აბიტურიენტები, თქვენ იცით, რომ არჩევანის საშუალება მათ აქვთ სააპელაციო განაცხადების შედეგების მიღებისა და გამოცხადებიდან ერთი დღის ვადით, ასე, რომ ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით, რა მიმართულებები აქვთ არჩეული. ეს მათი პირადი ინფორმაციაა და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამასთან, მინდა აღვნიშნო რომ შეიძლება, არც ჰქონდეთ გადაწყვეტილი რა მიმართულებით სურთ ჩაბარება. ამის უფლება მათ აქვთ. ჩარიცხვამდე ერთი ორი დღით ადრე შეუძლიათ კიდევ შეცვალონ თავიანთი არჩევანი და საბოლოო გადაწყვეტილება ბოლო დღეს დააფიქსირონ", - განაცხადა მაია გაბუნიამ და აღნიშნა რომ მსჯავრდებული აბიტურიენტების რაოდენობა გასულ წელსაც თითქმის იგივე იყო. 

მისივე თქმით, იყო შემთხვევა, როცა აპლიკანტმა როგორც მსჯავრდებულმა ისე გაიარა რეგისტრაცია, თუმცა გამოცდების დაწყებამდე გათავისუფლდა. 

"სხვათაშორის იყო შემთხვევა, როცა მსჯავრდებულს მონიშნული ჰქონდა, რომ მას სპეციალური გარემო სჭირდებოდა, თუმცა მალევე განთავისუფლდა და ის ახლა ჩვეულებრივ საგამოცდო სექტორში აბარებს გამოცდას სხვა აპლიკანტებთან ერთად. ასეთი ორი შემთხვევა იყო",- განაცხადა მაია გაბუნიამ.

იხილეთ ასევე: „3 დღის წინ მასწავლებელთან ზუსტად იგივე დავწერე და ბედნიერი ვარ“ - აბიტურიენტების შეფასებები ქართულის მეორე ვარიანტზე 

როგორ აბარებენ გამოცდებს კარანტინში მყოფი აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები და სტუდენტები? - პროცედურები ცნობილია


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება