სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ აბარებენ გამოცდებს კარანტინში მყოფი აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები და სტუდენტები? - პროცედურები ცნობილია
07-07-2020
-
+


განისაზღვრა პროცედურები იმ აბიტურიენტების, მაგისტრანტებისა თუ სტუდენტებისთვის, რომლების გამოცდის პერიოდში საკარანტინე სივრცეებში იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრძანების მიხედვით, კარანტინში მყოფ პირებს გამოცდაზე გასვლამდე არაუგვიანეს 72 საათისა ჩატარებული უნდა ჰქონდეს ტესტი. გამოცდებს შორის პერიოდში კი აპლიკანტი ისევ საკარანტინე ზონაში უნდა დაბრუნდეს.


ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შევიდა:   

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე/საერთო სამაგისტრო გამოცდაზე/სტუდენტთა საგრანტო კონკურსში/საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადგენის მიზნით ჩასატარებელ ტესტირებაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი/სტუდენტი/აპლიკანტი, რომელიც იმყოფება საკარანტინე სივრცეში ან ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ უნდა გადავიდეს კარანტინში, დაექვემდებარება ტესტირებას პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) მეთოდით გამოცდაზე/კონკურსზე/ ტესტირებაზე დაშვებამდე და შემდეგ განმეორებით ყოველ 72 საათში. გამოცდებს შორის პერიოდში პირი უნდა დაბრუნდეს საკარანტინე სივრცეში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდის/კონკურსის/ტესტირების დაწყებამდე არაუგვიანეს 72 საათისა, ამ მუხლის 2​1 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შესახებ ინფორმაციას, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმირებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება