სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ესე იყო საშინელება“ - რთული იყო თუ მარტივი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა?
06-07-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი ჩააბარეს. 

გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს etaloni.ge-ს კორესპონდენტები ესაუბრნენ. ტესტის სირთულესთან დაკავშირებით, აპლიკანტების შეფასებები განსხვავებული იყო. ზოგს გაუადვილდა, ზოგს კი გაუჭირდა მშობლიური ენის ჩაბარება.

რთული იყო თუ მარტივი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა? - აბიტურიენტების შეფასებები:

„ვნატრობდი, „ვეფხისტყაოსნიდან“ არაფერი იყოს-მეთქი მაგრამ მაინც შემხვდა. მგონი, კარგად დავწერე. ესეს წერა იყო სასიამოვნო, სააზროვნო თემა იყო და არგუმენტების მოყვანაც ბევრის შეგეძლო. თავიდან რომ შევედი საშინელება იყო, დავიბენი თითქოს არაფერი მახსოვდა. მერე ნელ-ნელა მოვედი აზრზე. ფანჯარასთან ვიჯექი. ოთახში გრილოდა, კონდიციონერი არ ჩავართვევინეთ დამკვირვებელს. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ, კარგ ქულას ველოდები“ - ქეთი.

„ძალიან ადვილი იყო... იყო ტექსტის რედაქტირება, ესე, თხზულება... მე ნოდარ დუმბაძის თხზულება ავირჩიე; გრამატიკული ნაწილიც არ გამჭირვებია. ვინც ემზადებოდა, იმისთვის ძალიან მარტივია ამ გამოცდის ჩაბარება“ - რეზი. 

„ესე იყო საშინელება. ტექნოლოგიების განვითარებამ ცუდად იმოქმედა თუ არა ადამიანზე. როგორც ფიქრობდი ის უნდა დაგეწერა, არგუმენტებიც მოვიშველიე. „ვეფხისტყაოსანიდან“ იმხელა იყო საკითხი, დამეზარა, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან დავწერე“ - ამბობს ერთ-ერთი გამომცდელი, რომელმაც გამოცდა N39 სკოლის საგამოცდო ცენტრში დაწერა. 

„საკითხი იყო “ვეფხისტყაოსნიდან” ავთანდილის და შერმადინის პირველის საუბარი, სანამ წავა ავთანდილი. ესე იყო ტექნოლოგიებზე, მოცემული იყო უარყოფითი კუთხით, თუმცა არ დავეთანხმე და არგუმენტად ილონ მასკის მაგალითი მოვიყვანე. ესეთი ძალიან კმაყოფილი ვარ“ - აცხადებს N39 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი.



„რაც გავიარეთ პირველი ნაწილი იყო მოსული და საკმაოდ მარტივი საკითხები იყო. სულ სამი საკითხი იყო ძირითადად იყო წერითი მასალა, ვფიქრობ რომ კარგად დავწერე. ერთი დისკომფორტი ის იყო რომ კონდიციონერი არ იყო ჩართული და ცხელოდა. პირბადე გვეკეთა, მაგრამ გარკვეულ დროის განმავლობაში შეგვეძლო რომ ჩამოგვეწია პირბადე" - განაცახადა საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. 


„ზოგადად ტესტი მართლა მარტივი იყო და საბოლოო ჯამში მაღალ ქულასაც ველოდები, ვნახოთ“ - გვითხრა 175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულა აპლიკანტმა.

„არაპროგრამული ნაწილიდან ნოდარ დუმბაძის “ნუ გააღვიძებ” შეგვხვდა. ესე ტექნოლოგიებზე იყო და კარგი იყო სამსჯელოდ. შეცდომები კი გავასწორე მაგრამ სულ რამდენი შეცდომა უნდა მეპოვა არ ვიცი, 14 ვიპოვე. უფრო რთულ გამოცდას ველოდი, ძალიან ვნერვიულობდი და საკითხები რომ ვნახე დავმშვიდდი, ჩემთვის მარტივი იყო და სასიამოვნო ტესტზე მუშაობა“ - გიორგი.

„საკმაოდ მარტივი მომეჩვენა ტესტი. დასაწერი თემებიდან ერთი ვეფხისტყაოსნიდან იყო, ავთანდილის და შერმადინის საუბარი, მეორე ნოდარ დუმბაძის მოთხრობა. მე პირადად ვეფხისტყაოსანს დუმბაძე ვამჯობინე. ესე იყო - ზღუდავს თუ არა ტექნოლოგიები ადამიანების განვითარებას და ახალ შესაძლებლობებს, რედაქტირება შუა საუკუნეების ეპოქაზე იყო. საერთო ჯამში მართლა არ ველოდი ასეთ მარტივ ტესტს. იმედი მაქვს, რომ მაღალ ქულას ავიღებ. გარემოს რაც შეეხება რა რეკომენდაციებიც იყო ყველაფერი იმის მიხედვით იყო“ - განაცხადა 175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

„მიშველეთ, სიცხე აქვს, ახლა გავგიჟდები...“ - აბუტურიენტები პირბადეებით და გულშემატკირები დამამშვიდებლებით ჟურნალისტის რეპორტაჟში

რა საკითხები მოვიდა ქართულში? - გამოცდიდან გამოსული პირველი აპლიკანტები თემებს ასახელებენ და შიდა გარემოზე საუბრობენ

„დღეს ჩამოვედით თიანეთიდან, ტრანსპორტმაც შეგვიშალა ხელი“  - 175-ე საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტმა 12 წუთით დაიგვიანა

აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრი აერიათ: N173 და N177 საჯარო სკოლების ნაცვლად, N39 სკოლაში გამოცხადდნენ

„აქ ისეთი ხმაურია, შეუძლებელია ტესტთან მუშაობა“ - აბიტურიენტების გულშემატკივრების პროტესტი N39 საჯარო სკოლაში

იხილეთ რა პირობებში წერენ აბიტურიენტები გამოცდას - ფოტოები საგამოცდო ოთახებიდან, რომლებიც ჩხენკელმა მოინახულა

ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრების სიმცირე შეინიშნება

მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო ცენტრში 2 აბიტურიენტი არ შეუშვეს, 4 აპლიკანტი კი სარეზერვო სივრცეშია მოთავსებული

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ხვალიდან კვლავ წვიმაა მოსალოდენილი - გარემოს ეროვნული სააგენტო

5 ივნისი ბოლო დღეა - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

„თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და სავსე იმ ბედნიერი მოგონებებით“ - ჯვარის N4 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება