სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მიშველეთ, სიცხე აქვს, ახლა გავგიჟდები...“ - აბიტურიენტები პირბადეებით და გულშემატკივრები დამამშვიდებლებით ჟურნალისტის რეპორტაჟში
06-07-2020
-
+


ეროვნულები ბარიერებს მიღმა - ასეთი გამოცდები არასოდეს ყოფილა. თბილისის N103 საჯარო სკოლაში რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო და “დუღილის ტემპერატურამაც” უფრო იმატა.


საპატრულო და მანდატურის სამსახური ყოველ ორ წუთში ერთხელ მოუწოდებდნენ აბიტურიენტებს სოციალური დისტანცია დაეცვათ, ნიშნულებზე გადანაწილებულიყვნენ, პირბადეები გაეკეთებინათ... თუმცა ეს ყველაფერი სკოლასთან მიახლოების დროს იყო აუცილებელი, მოშორებით კი ყველა ეს წესი თითქოს არც არსებობდა. შენობის ფანჯრები ღია იყო და არც კონდიციონერები გახლდათ ჩართული, თუმცა გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ გამოცდის დაწყებისთანავე გაგრილების სისტემა ჩაირთვებოდა. 

გარეთ, აბიტურიენტზე მეტი გულშემატკივარი იდგა და ძირითადად, იმაზე საუბრობდნენ, როგორ გაათენეს ღამე და ვინ რა დამამშვიდებელი მიიღო. “ვაიმე, გვერდით რატომ დაგაყენეს?!” - მომესმა ქალის ხმა, - მიშველეთ, სიცხე აქვს, ახლა გავგიჟდები.. სამი თვეა სახლიდან არ გამიშვია”. მშობელმა დაინახა, რომ აბიტურიენტს სიცხე დაუფიქსირდა. სანამ ქალი შფოთავდა, მის შვილს გვერდი დაახლოებით ათმა აბიტურიენტმა “დაუმშვენა”. პულსზე გაუსინჯეთ სიცხე, მაჯაზე. შუბლზე არ აჩვენებს სწორად - გამოენთო მეორე მშობელი... ბავშვები კი მორჩილად ელოდნენ განმეორებით თერმოსკრინინგს.

ისე, რა გასაკვირია, სიცხე რომ ჰქონდათ. ნერვიულობა იქით იყოს, რეგისტრაციის რიგში მზის გულზე იდგნენ და სარეგისტრაციო ფურცლები ხან მარაოს როლს ასრულებდა, ხან - მოჩრდილვის ფუნქციას ითავსებდა. ასე ჩაიარა რეგისტრაციამ N103 საჯარო სკოლაში. შევიდნენ, დასხდნენ და აქ უკვე გარე პერიმეტრზე “კაპლების” სუნმა გამაბრუა - დაიწყო! ვინ უფრო ნერვიულობს ნეტა?!

ასევე დაგაინტერესებთ: 


რა საკითხები მოვიდა ქართულში? - გამოცდიდან გამოსული პირველი აპლიკანტები თემებს ასახელებენ და შიდა გარემოზე საუბრობენ

„დღეს ჩამოვედით თიანეთიდან, ტრანსპორტმაც შეგვიშალა ხელი“  - 175-ე საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტმა 12 წუთით დაიგვიანა

აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრი აერიათ: N173 და N177 საჯარო სკოლების ნაცვლად, N39 სკოლაში გამოცხადდნენ

„აქ ისეთი ხმაურია, შეუძლებელია ტესტთან მუშაობა“ - აბიტურიენტების გულშემატკივრების პროტესტი N39 საჯარო სკოლაში

იხილეთ რა პირობებში წერენ აბიტურიენტები გამოცდას - ფოტოები საგამოცდო ოთახებიდან, რომლებიც ჩხენკელმა მოინახულა

ეროვნულ გამოცდებზე გულშემატკივრების სიმცირე შეინიშნება

მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო ცენტრში 2 აბიტურიენტი არ შეუშვეს, 4 აპლიკანტი კი სარეზერვო სივრცეშია მოთავსებული


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება