სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა საკითხები მოვიდა ქართულში? - გამოცდიდან გამოსული პირველი აპლიკანტები თემებს ასახელებენ და შიდა გარემოზე საუბრობენ
06-07-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში წერენ.

გამოცდიდან პირველი აბიტურიენტები უკვე გამოვიდნენ. მათ etaloni.ge ესაუბრა.

როგორც ყოველთვის, აბიტურიენტების მოსაზრებები განსხვავებულია, ზოგს გაურთულდა, ზოგი კი ტესტს მარტივად აფასებს. აპლიკანტებმა ჩვენ ის საკითხებიც დაგვისახელეს, რომლებიც დღეს გამოცდაზე დასაწერად შეხვდათ. 

პირველმა აბიტურიენტმა N39 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი დატოვა. ეს აპლიკანტი კუპრაშვილი ელინაა. 

„თემა იყო ტექნოლოგიებზე. ცვლის თუ არა ადამიანის ცნობიერებას, აზრებს და ფიქრებს ტექნოლოგიების განვითარება. რედაქტირებაში საყურეზე იყო საკითხი, ეგვიპტელები რომ იკეთებდნენ. „ვეფხისტყაოსნიდანაც“ იყო საკითხი მე ეგ არ დამიწერია, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან იყო ნაწყვეტი და ის დავწერე. გრამატიკა კარგად არ ვიცი და ვფიქრობ, საშუალოდ დავწერე“  - ამბობს ელინა.

პირველი აბიტურიენტი უკვე გამოვიდა 175-ე საგამოცდო ცენტრიდანაც, მან ჟურნალისტებს საკუთარი ვინაობა არ გაუმხილა, თუმცა კომენტარი გააკეთა. 

„რაც გავიარეთ პირველი ნაწილი იყო მოსული და საკმაოდ მარტივი საკითხები იყო. სულ სამი საკითხი იყო ძირითადად იყო წერითი მასალა, ვფიქრობ რომ კარგად დავწერე. ერთი დისკომფორტი ის იყო რომ კონდიციონერი არ იყო ჩართული და ცხელოდა. პირბადე გვეკეთა, მაგრამ გარკვეულ დროის განმავლობაში შეგვეძლო რომ ჩამოგვეწია პირბადე“ - განაცახადა საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირება კიდევ ერთმა აბიტურიენტმა დაასრულა, რომელმაც მოსულ საკითხებთან ერთად იმ პროცედურებზეც ისაუბრა, რომლის გავლაც აბიტურიენტებს საგამოცდო მაგიდასთან დასხდომამდე მოუწიათ.

„საგამოცდო ცენტრში მაგიდებს წინ დამცავი ბარიერი ეკეთა, პირბადე ნებაყოფლობით შეგეძლო მოგეხსნა ან გკეთებოდა, როგორც შენ გინდოდა ისე იყო, იყო ხელის სადეზინფექციო ხსნარი, ასევე აქამდე თუ კალამს ცენტრი გაძლევდა, ახლა შეგვეძლო ჩვენი მიგვეტანა, თუმცა თუ არ გვქონდა ასევე გვაძლევდნენ იქაც. რაიმე შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, ყველაფერი მშვიდად იყო. კონდიციონერი არ იყო ჩართული, თუმცა ამის საჭიროება დიდად არც იყო. რაც შეეხება თემებს, „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო ნაწყვეტი, ასევე ნოდარ დუმბაძის მოთხრობა იყო მოსული, ასევე თემას წინსვლის და ახლის ძიებას რამდენად უშლის ხელს ტექნოლოგიები, უნდა დათანხმებოდი ან არა ამ მოსაზრებას", - განაცხადა საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა სანდრო ჭინთარავამ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება