სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N29 სკოლის მოსწავლეებისთვის „ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა კლუბი“ ჩამოყალიბდა
23-06-2020
-
+


ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლების ეფექტური და მრავალფეროვანი წარმართვისთვის დაიგეგმა მრავალი აქტივობა, მათ შორის აღსანიშნავია „ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა კლუბი", რომლის მიზანია მოსწავლეთა მოტივირება, მათი ცოდნის მარაგის გამდიდრება, როგორც ენობრივი აგრეთვე ინტელექტუალური კუთხით.

კლუბის ფუნქციონირებისათვის შეიქმნა დახურული ჯგუფი, სადაც გაერთიანებული სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ მათ მიერ მომზადებულ პრეზენტაციებს, თემატიკის შერჩევა ხდება თემის აქტუალობიდან და მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე. 

კლუბი ფუნქციონირებას გააგრძელებს მომავალშიც, რეალურ საგაკვეთილო მუშაობის პროცესშიც.

დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ვიქტორინა Microsoft Teams-ის მეშვეობით, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, ენობრივი უნარების კიდევ უფრო დახვეწა და ინტელექტით გამდიდრება.

პედაგოგმა და მოსწავლეებმა ერთობლივად შეარჩიეს სხვადასხვა სფეროდან და ეპოქიდან ცნობილი პიროვნებები და გაეცნენ მნიშვნელოვან საკითხებს მათი ბიოგრაფიიდან. ჩამონათვალი მართლაც მრავალფეროვანი იყო: ვან გოგი, მოცარტი, აინშტაინი, შექსპირი, და ვინჩი, სტივ ჯობსი და სხვა..

მოსწავლეთა ჯგუფი გაიყო ორად, ისინი რიგრიგობით პასუხობდნენ კითხვებს, რომლებიც განთავსებული იყო Powerpoint ის დოკუმენტში და ეკრანის გაზიარების რეჟიმით მოსწავლეები და მასწავლებელი სინქრონულად ადევნებდნენ თვალს პროცესს.

კითხვების ამოწურვის შემდეგ მოხდა ქულების დათვლა და გამარჯვებულის გამოვლენა.
მოსწავლეებმა პედაგოგისგან მიიღეს წამახალისებელი სერტიფიკატები.

აქტივობის ინიციატორია და ჯგუფის მუშაობას ფასილიტაციას უწევს ინგლისური ენის პედაგოგი - დიანა ნემსიწვერიძე.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება