სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

''სათამაშოების დიდი ნაწილი რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოდის''
12-09-2017
-
+


საქართველოში სათამაშოების დიდი ნაწილი გარკვეული რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოდის", - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი, გიორგი ბაქრაძე ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს. 

საქართველოს სათამაშოების ბაზრის კონტროლის მექანიზმის დანერგვას, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს. აღნიშნულ ევროდირექტივაზე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა პოლიტიკის დოკუმენტი მოამზადა, სადაც საუბარია როგორც დირექტივის არსზე, ისე საერთაშორისო პრაქტიკაზე და ამ მხრივ საქართველოში დღეს არსებულ კანონმდებლობაზე. როგორც გიორგი ბაქრაძე აცხადებს, საქართველოში სათამაშო პროდუქცია ძირითადად ისეთი ქვეყნებიდან შემოდის, სადაც უსაფრთხოების ნორმები ევროკავშირის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ამბობს, რომ ევროდირექტივის დანერგვა არსებულ სიტუაციას რადიკალურად შეცვლის. 

"ჩვენთან ძირითადად სათამაშოები არის იმპორტირებული. როგორც აღმოჩნდა, ჩვენთან ძალიან ცოტა მწარმოებელია, შესაბამისად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ სათამაშოების დიდი ნაწილი მოდის გარკვეული რისკის მქონე ქვეყნებზე, სადაც არ არის სათამაშოების უსაფრთხოება მაღალ დონეზე. ძირითადად ასეთი ქვეყანა არის ჩინეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ამ ქვეყნებში არ არის სათამაშოების უსაფრთხოება, თუმცა იმის გამო, რომ არ არის იმ დონეზე, რა დონესაც ითხოვს ევროკავშირი, შესაბამისად გარკვეული რისკები არსებობს. მე არ მინდა ვთქვა, რომ ყველა სათამაშო რისკს შეიცავს. ეს არის უბრალოდ შეფასება ევროკავშირში წარმოებულთან შედარებით", - განმარტავს გიორგი ბაქრაძე. 

სათამაშოების უსაფრთხოების სტანდარტებისა და ბაზრის კონტროლის მექანიზმების დასანარეგად საქართველოს დრო 2019 წლის 1 სექტემბრამდე აქვს. როგორც მწარმოებელი, ისე იმპორტიორ და დისტრიბუტორი, ვალდებული იქნება ბაზარზე განათავსოს ისეთი პროდუქცია, რომელთა ხარისხიც ევროდირექტივის მოთხოვნებს შეესაბამება.

ავტორი: ელენე გოგბერაშვილი
წყარო: bm.ge

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება