| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როდესაც პანდემიის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება, უკვე აქტიურად ალაპარაკდნენ ახალი კორონავირუსის მეორე ტალღაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, შემოდგომით ელიან. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ვარაუდი, რომ სასწავლო დაწესებულებებს გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ და ეს მხოლოდ ზედმიწევნით დეზინფექციას კი არა, სოციალურ დისტანცირებასაც გულისხმობს. ასეთ დროს, სავარაუდოდ, საკლასო ოთახში 25 მოსწავლე ვეღარ დაჯდება, დირექციას კლასის გაყოფა მოუწევს, რასაც შედეგად, სკოლების რამდენიმე ცვლაზე გადასვლა მოჰყვება.
ამ ლოგიკური ჯაჭვიდან გამომდინარე კი, ბუნებრივია, პედაგოგების დატვირთვა გაიზრდება - თუ სკოლა რამდენიმეცვლიანი გახდება, მათ მთელი დღის განმავლობაში მოუწევთ მუშაობა, გაზრდილი სამუშაო საათები კი გაზრდილ ხელფასს ნიშნავს; ყოველ შემთხვევაში, წესით ასე უნდა იყოს და სწორედ ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ შესაბამის უწყებებთან.
განათლების სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას, რადგან ამჟამად, არც კონკრეტული რეკომენდაციებია გაწერილი ახალი სასწავლო წლისთვის. აქედან გამომდინარე, მასწავლებლებისთვის ხელფასების მატება არ განიხილება; მაგრამ უნდათ თუ არა, ამ საკითხზე მუშაობა გარკვეულ სტრუქტურებს მაინც მოუწევთ, რადგან პედაგოგების შემთხვევაში, გაზრდილი საათები გაზრდილი ხელფასის პირდაპირპროპორციულია.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება