| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები XII კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ. მართალია, სკოლაში, ტრადიციულად, ხალხმრავლობით არ გაუცილებით მე-12 კლასელები, თუმცა ვიდეომ, რომელიც დამამთავრებელ კლასს პედაგოგებმა მიუძღვნეს, მოსწავლეები ძალიან გაახარა.
„16 სექტემბერი... 2008 წელი... 20 მაისი... 2020 წელი... კიდევ ერთი თაობა ემშვიდობება მშობლიურ სკოლას... წინ კი - ახალი, წარმოუდგენელი ცხოვრება ელოდებათ. დღევანდელ დღეს, ტრადიციულად, სიხარულთან ერთად, სევდაც ახლავს, სკოლის ვირტუალურად დამთავრების სევდა...
არ შეგეშინდეთ სირთულეების... თქვენ ხართ ის თაობა, ვისაც შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს ის გარემო, სადაც ცხოვრობს.
გისურვებთ მიაღწიოთ წარმატებას, რომლითაც საამაყო იქნებით ყველასათვის.
დღეს ჩვენ გულწრფელად გიხდით მადლობას ყველა იმ წარმატებისა და გამარჯვებისათვის, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით მოუტანეთ სკოლას“, -წერია სკოლის ინფორმაციაში.
წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში
იხილეთ ვიდეო
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას