სიახლეები
სკოლები

„დღიური“ - დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა მაისურაძე ჩანაწერს გვიზიარებს
13-05-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანა მაისურაძე ჩანაწერს გვიზიარებს, რომელსაც დღიურის სახე აქვს და კორონავირუსის პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ეძღვნება. 

დღიური

ორშაბათი, 25 თებერვალი
გამარჯობა, დაკარგულო დღიურო!
ბოდიში, რომ შენთვის დიდი ხნის განმავლობაში, ჩემი გრძნობებით და განცდებით აღარ მომიმართავს. ბოდიში, რომ აღარც მზის სხივი მოხვედრია შენს ფურცლებს, ისე როგორც ეს წინათ ხდებოდა ხოლმე. ალბათ გაგიკვირდება კიდეც, რომ ამდენი დროის შემდეგ, ისევ შენთან მოვედი და ჩემს გულთან ერთად გადავშალე შენი წაბლისფერი მუყაოს ფურცლებიც. ალბათ, ჩემს დანახვაზე ის საზოგადოების უკანონო პირობაც გაგახსენდა, რომ ადამიანები მანამდე არ მიმართავენ ერთმანეთს, სანამ არაფერი სჭირდებათ. არ შემიძლია შეგედავო, რადგან შენი უსიტყვოდ მესმის. თუმცა, ახლა, შენთან არც ჩემი თავგადასვლების მოსაყოლად მოვსულვარ და არც კარგი ამბები მომიტანია, რადგან ამჟამინდელი პრობლემა, უბრალოდ ჩემში კი არა, მსოფლიოსა და კაცობრიობაშია.

სამშაბათი , 26 თებერვალი 21:00
მთვარის მშვენება უნკლო და სადღესასწაულო იყო, აივანზე მჯდომი შევცქეროდი მას, ის ისეთი საოცრება იყო, რომ არც კი შემეძლო თვალი მომეწყვიტა. ამ ბრწყვინალე სანახაობის მყუდროება, ნიავის მიერ გაღებულმა კარის ჭრიალმა დამირღვია და როდესაც მის დასახურად ხელი გავწიე, უეცრად მომდევნო ოთახიდან, ტელევიზორის ხმამაღალი ხმა შეომესმა, სულ მალე კი ბებიაჩემისა და იქვე მჯდომი ოჯახის წევრების საუბარი გავიგონე, თუმცა, ეს ჩვეულებრივ საუბარს არ ჰგავდა. ისინი რაღაც უჩვეულო გრძნობებით გამოსთქვამდნენ თავიანთ მწუხარებას, რამაც ძალიან დამაბნია. იმ წამს ვერაფრით შემეძლო წარმომედგინა, თუ რა უნდა ყოფილიყო მათი ასეთი უეცარი მღელვარების მიზეზი. გულმა არ მომითმინა, მთვარის მშვენებით დამტკბარი და აივანზე მჯდომი, გადავწყვიტე დამეთმო ეს სიამოვნება და გავსულიყავი მათთან, რადგან გავცნობოდი მათ უძირო გრძნობებს. გასვლისას ტელეფონში საათს დავხედე და როგორც აღმოჩნდა მთვარის მშვენებას ძალიან გაუფანტავს ჩემი გონება, უკვე საღამოს ცხრა საათი გამხდარიყო, უფრო სწორად საათის გრძელი ისარი,უკვე ათისკენ იყო გადახრილი, რაც დროის კიდევ უფრო მეტ ხანგრძლივობაზე მიგვანიშნებს. ოთახში ისე შევედი არავის შევუმჩნევივარ, მათი უმოძრაო სახეები ტელევიზორისკენ იყო მიმართული, რომელიც ცოტა მოგვიანებით შევნიშნე და მეც მათთან ერთად გავაგრძელე ცხრა საათიანი საინფორმაციო გადმოცემის ყურება, ზუსტად ისეთივე უმოძრაო სახით, როგორც ისინი. ეს ფერმკრთალი სახეები კი იმაზე მიანიშნებდა, რომ მსოფლიო უდიდესი პრობლემის წინაშე იდგა და ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის იყო, რომ ამ მსოფლიოში, ჩვენი პატარა საქართველოც ითვლებოდა. ამ პრობლემის მიზეზი კი, ახალი ვირუსული პანდემია იყო, რომელმაც მძიმე მარცხი მოუტანა აშშ-ს, იტალიას, გერმიანასა და კიდევ სხვა უამრავ ქვეყანას, ახლა კი ჩვენი პატარა ქვეყნისა და ერის დროც დადგა.
სწორედ, ეს დღე იყო, ეს დაწყევლილი 26 თებერვალი, როდესაც, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენივე მოქალაქე დაინფიცირდა Covid19-ის ვირუსული ინფექციით.

2 მარტი, პარასკევი
იმ წყეული 26 თებერვლის ღამეს ძილი არ მომკარებია, ამ საშინელი სიახლებიით იყო არეული ჩემი თავი, ალბათ გაგეცინებათ და ჩემს ოთახზე მეტად არეულიც კი იყო. ორი აზრი არ არსებობდა, რომ ყველაფერი დალაგებას საჭიროებდა, მაგრამ როგორ? მე ხომ სრული ქაოსის გარემოცვაში ვიმყოფებოდი, ერთადერთი რასაც შეეძლო ამ აუტანელი ქაოსის შედარებით დალაგება და ჩემი ფიქრების გაფანტვა, ეს კულინარია იყო. ამიტომ შევუდექი...
საქართველოში პირველი ინფიცირების შემდეგ, ხუთი დღე გავიდა და ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა, რაც კიდევ უფრო გულდასაწყვეტი და საფრთხის მომცველი აღმოჩნდა. ეს დღე, წინა დღეებისგან განსხვავებით, კიდევ უფრო საშინელი იყო, რადგან დაიხურა სკოლები, უნივერიტეტები, საბავშო ბაღები, ფიტნეს დარბაზები და სხვა ყველანაირი აქტივობაც.

17 მარტი, ოთხშაბათი
დღითიდღე უფრო უარესდებოდა მდგომარეობა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ძალიან მცირე იყო, ინფიცირებულთა რაოდენობა კი უწყვეტი ნაკადისკენ მიედინებოდა. შედეგიც შესაბამისად უფრო და უფრო ფატალური ხდებოდა, რის გამოც, საზოგადოებაში შიშისა და პანიკის მომცველი გრძნობები პიკს აღწევდა.
ჯერ კიდევ, დღის შუა მონაკვეთში, როდესაც მზის არც თუ ისე ძლიერი სხივები ისევ მოჰფენოდა ქვეყანას და მას გარედან ასხივოსნებდა, ამ დროისათვის შიგნიდან სწვავდა და აწუხებდა რაღაც შავბედითი და უხილავი ძალა, რომელიც ჯერ კიდევ დაუმარცხებელი აღმოჩნდა და ზუსტად ამ დროს, ამ ამოუხსნელი პრობლემის წინაშე მყოფმა მმართველებმა მიმართეს კიდევ უფრო უკიდურეს ზომებს და აკრძალეს ყველა სახის ტრანსპორტი ლიმიტირებული ვადით, ასევე დაკეტეს სოფლისა და ქალაქის ყველა გამავალი გზაც და ოფიციალურად აამოქმედეს კარანტინიც. ამის ერთი დადებითი მხარე ჩემი დაბისთვის ის იყო, რომ უფრო ღრმად დაიწყეს სუნთქვა აქ მცხოვრებ ადამიანებმა. ქუჩებში, სამარისებურმა სიწყნარემ დაისადგურა. გამოუვალ მდგომარეობაში გარეთ გამოსული ხალხი გარემოცული იყო ანტივირუსული აქსესუარებითა და საჭიროებებით. სახლებსა და აივნების ამარა დარჩენილი ხალხი, მეტად შეწუხდა, და ამ ყველაფერ უჩვეულოსთან ერთად, კიდევ უფრო უჩვეულო და ჩემთვის წარმოუდგენელი ის იყო, რომ ჩემი მშვენიერებით უნაკლო მთვარე, აღარ ბრწყინავდა ისე ძალიან, როგორც იმ ღამით. ალბათ, ჩემთან ერთად, მანაც გაიგო ამ წყეული ამბის შესახებ და ახლა იგიც ჩვენთან ერთად განიცდის ყოველივე ამას.

15 აპრილი, ოთხშაბათი
ლამის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ახალი არაფერი დამიწერია, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ახალი არც არაფერია. ცხოვრება ისეთივე უჩვეულოა, როგორც ბოლო სამი თვის განმავლობაში. უბრალოდ, დღეს შედარებით განსაკუთრებული დღეა, განსაკუთრებულია იმიტომ რომ ამ დღით სიყვარული სუფევს ყველა ადამიანის გულში, უფრო სწორად განსაკუთრებული დღე უნდა ყოფილიყო, რომ არა... ამ დღეს, როგორც ყოველთვის სიყვარულითა და ბედნიერებით აღსავსე ხალხი, დროს საყვარელი ადამიანის გვერდით ატარებს ხოლმე. ახლა კი ჩვენი საყვარელი ადამიანები, ჩვენმა საყვარელმა წიგნის პერსონაჟებმა ჩაანაცვლა. დღესდღეობით კი, ეს დღეც იმ უჩვეულო ცხოვრების ნაწილი გახდა, რომლის გააზრებაც ძალიან გვიჭირს. ვფიქრობ, რთულია, დღევანდელ რეალობას გავუსწოროთ თვალი, რადგან ძნელია,თვალებში უყურებდე ასეთ უმოქმედო ცხოვრებას და ხედავდე, თუ როგორ მარტივად ინგრევა შენი თითოეული ტკბილი ოცნება.

23 აპრილი, ხუთშაბათი
ახალი კვლავ არაფერია, ცხოვრება ისეთივე არაფრის მომცემი და უმოქმედოა. თუმცა, ამ ყველაფრის შემდეგ, არც პოზიტივი დავივიწყე და ვეცადე ეს ნეგატივი ბევრად უფრო საინტერესო გამეხადა. აი, მაგალითად, ვიფიქრე იმის შედეგზე თუ რა მოხდა, როდესაც მსოფლიოში დიდი რაოდენობით იკლო გამონაბოლქვმა, ამ ფაქტორმა ჩვენზე საკმაოდ დადებითად იმოქმედა, გაზარდა ჩვენი ჯანმრთელობის დონე და სიცოცხლის ხანგრძლივობა, ამასთანავე, გასუფთავდა ჰაერი დამატებითი შხამქიმიკატებისგან და რაც მთავარია, ჩვენთან ერთად უფრო ჯანსაღად სუნთქვავს ყველაზე უფრო გადატვირთული დედამიწაც.
მე ვიცი, რომ არ არსებობს პროგრესი კომპრომისის გარეშე და არც გამარჯვება არსებობს უდანაშაულო მსხვერპლის გარეშე!
სწორედ ასეთი ფიქრების შემდეგ მივხვდი, რომ მე ვალდებული ვარ მოვითმინო და გავუძლო კაცობრიობის ასეთ პერიოდს, რადგან ეს ყველაფერი დროსა და თანადგომას საჭიროებს.

                            დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანა მაისურაძე.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
მასწავლებელთა ახალი გამოცდის პროგრამა - 5 მთავარი საკითხი, რომელიც ტესტირებაზე უნდა იცოდეთ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა
 
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
II კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა სახის შედეგზე ორიენტირებულ აქტივობაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება