სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

Tik Tok-ი ბავშვების პირადი მონაცემების უკანონო შენახვისთვის დაჯარიმდა
04-05-2020
-
+


პოპულარული ჩინური სოციალური ქსელი TikTok ბავშვების პირადი მონაცემების არალეგალურად შეგროვების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში $5.7 მილიონით დააჯარიმეს. CNN-ის ცნობით, კომპანია უკვე დათანხმდა ჯარიმის გადახდას.

გამოძიებით დგინდება, რომ სოციალური ქსელი TikTok არალეგალურად აგროვებდა 13 წლამდე ბავშვების პირად მონაცემებს. მათ შორის ბავშვების სახელებს, მათ ელექტრონულ მისამართებსა და ადგილმდებარეობებს ინახავდა.

აშშ-ის სავაჭრო ფედერალური კომისიის განცხადებით, TikTok-ის ჯარიმა ბავშვთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საქმეზე რეკორდულია.

ამჟამად, TikTok ჩინურ კომპანია Bytedance-ს ეკუთვნის და მისი ღირებულება $75 მილიარდს აღწევს. მსოფლიოს მასშტაბით, სოციალურ ქსელს ნახევარ მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს. 

სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, TikTok-ზე, დაახლოებით, 800 მილიონი მომხმარებელია რეგისტრირებული. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, სადაც ადამიანებს მოკლე ვიდეოების გადაღება/გაზიარება შეუძლიათ.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება