| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა. როგორ კერძო, ასევე საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. საჯარო სკოლის პედაგოგები ხელფასს სრულად მიიღებენ, მაგრამ ამ მხრივ პრობლემა აქვთ კერძო სკოლის მასწავლებლებს.
„საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია“, რომელშიც საქართველოში მოქმედი კერძო და საჯარო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები არიან გაერთიანებულნი, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დახმარებას სთხოვენ.
გიორგი გახარიას სახელზე გაგზავნილ წერილს „ეტალონი" უცვლელად გთავაზობთ:
„ბატონო გიორგი, ჩვენ, საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის წევრები მადლობას გიხდით იმ სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯებისთვის, რასაც საქართველოს მთავრობა დგამს ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. თქვენი დავალება ეკონომიკური გუნდის მინისტრების მიმართ, შეიმუშაონ გეგმა კორონავირუსით დაზარალებული დარგების მხარდაჭერისათვის დროული და აუცილებელია.
ასოციაციას მოგვმართეს თხოვნით საქართველოს სხვადასხვა რაიონის კერძო სკოლის დირექტორებმა, რათა ერთად მოგვეწვდინა ხმა თქვენთვის. ყველანი განვიცდით ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, გვესმის თქვენი და ვცდილობთ ბევრ გამოწვევას საკუთარი ძალებით ვებრძოლოთ, თუმცა ასევე გვსურს მოგახსენოთ კერძო სკოლების რთული მდგომარეობის შესახებ. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელია ყველა დასაქმებულმა მიიღოს კუთვნილი ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლები დახურულია და ძირითადად ახლა ვეუფლებით დისტანციური სწავლების მეთოდებს, მაგრამ გვაქვს გარკვეული შეფერხებები, ვინაიდან კერძო სკოლის შემოსავლების 90% მშობლების მიერ გადახდილ თანხებზეა დამოკიდებული. მშობლებსაც აქვთ ამ კუთხით ფინანსური შეფერხებები, ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა და ვთვლით, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პრობლემის გადაჭრა სასწრაფოდ.
პირველი პრობლემა მოსწავლის ვაუჩერის გათანაბრებაა. მოგახსენებთ, რომ სკოლების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლიდან კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება იყო თანაბარი, თუმცა საჯარო სექტორში დროთა განმავლობაში ვაუჩერის თანხა გაიზარდა, ხოლო კერძო სკოლებს მიზერული დაფინანსება დაუტოვეს (300 ლარი). ვთვლით, რომ ვაუჩერი არის მოსწავლის და სადაც არ უნდა წავიდეს კერძო თუ საჯარო სექტორში, მისი კუთვნილი ვაუჩერი შეუცვლელად უნდა გადაყვეს. მეორე პრობლემა მასწავლებლის სტატუსის დანამატია. ვთვლით, რომ როგორც საჯარო სკოლის მასწავლებლის სტატუსის დანამატს გასცემს სახელმწიფო, ასევე უნდა გასცეს კერძო სკოლის მასწავლებელზეც. ამის გარდა, გვაქვს ბევრი საკითხი გადასაჭრელი, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ორი პრობლემით შემოვიფარგლებით.
ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოს დახმარებით, კერძო სკოლის თანამშრომლებიც შეძლებენ მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება და მოგვეცემა საშუალება შევინარჩუნოთ კადრები“, - აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ წერილში.
აქვე გეტყვით, რომ „საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციას“ 700-მდე წევრი ჰყავს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი წარმატებულია, როდესაც მოსწავლე კლასს ახალი ცოდნით, თავდაჯერებულობითა და სწავლის მოტივაციით ტოვებს“
„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე
„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ