სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საზღვარგარეთიდან საქართველოს უმაღლესში სწავლის გაგრძლების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება
20-02-2020
-
+


უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებით ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი ყოველწლიურად მზარდია. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საზღვარგარეთიდან საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა წლების მიხედვით, ასეთია:

2017 წელს – 369,
2018 წელს - 501,
2019 წელს - 579.

აღნიშნული მეთოდი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც გარკვეულმა ორგანიზაციებმა აბიტურიენტებს შესთავაზეს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშეც შეიძლებოდა. შეთავაზების მიზედვით, აბიტურიენტები ყოველგვარი გამოცდის გარეშე აბარებენ რამდენიმე სხვა ქვეყნის უნივერსიტეტში და ერთი სემესტრის გავლის შემდგომ მობილობით გადმოაქვთ საბუთები საქართველოს აკრედიტებულ უნივერსიტეტებში.

აღნიშნული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გასულ წელს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც უცხოეთიდან საქართველოში უნდოდათ სწავლის გასაგრძელებლად საბუთების გადმოტანა ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. თუმცა შარშან უწყებამ გამონაკლისი დაუშვა და მობილობის შედეგად მსურველები კვლავ გამოცდის გარეშე სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. თუმცა წელს სტუდენტებს  ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება მოუწიათ.

ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდაზე 340-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა, ხოლო მინიმალური ზღვარი სტუდენტთა 20%-მა მოიპოვა. გამოცდა 5 თებერვლას ჩატარდა. ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად გამოცდის ჩაბარების საშუალება წელს სტუდენტებს აგვისტოშიც შეეძლებათ.

იხილეთ ასევე: საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდის შედეგები ცნობილია - ზღვარი 80%-მდე აპლიკანტმა ვერ გადალახა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება