სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ დავიცვათ თავი პედაგოგიური გადაწვისგან? - 7 გზა
01-06-2021
-
+


მასწავლებლის პროფესიული გადაწვა ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რაც არა მარტო ამ პედაგოგის, არამედ საგანმანათლებლო სისტემის პრობლემაც შეიძლება გახდეს.

პედაგოგიური გადაწვა ნიშნავს სწავლების სურვილის დაკარგო. ამ დროს მასწავლებლისთვის ყოველი კვირა საშიში ორშაბათის მოლოდინით იწყება.

როდესაც მასწავლებელი სწავლების სურვილს კარგავს ამას კოლეგები, სკოლის ადმინისტრაციის წევრები და მოსწავლეები ცხადად გრძნობენ.

როგორ უნდა შეინარჩუნოთ მასწავლებლობის სურვილი და როგორ უნდა გაუმკლავდეთ გამოწვევებს? - ამისთვის „ეტალონი“ 7 გზას გთავაზობთ: 

ჯანსაღი ცხოვრების წესი

ჯანსაღად ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა თავი ბედნიერად იგრძნოთ და მთელი წლის განმავლობაში მოტივაცია შეინარჩუნოთ. საუკეთესო ვარიანტი ვარჯიშია. ძილი და სწორი კვება ასევე უმნიშვნელოვანესი ელემენტებია.

დრო საკუთარი თავისთვის

მასწავლებლები სკოლაში საშუალოდ 6 საათს ატარებენ. გეგმას წერენ, ტესტებს ადგენენ, გაკვეთილს ატარებენ. გახსოვდეთ, თქვენი პირადი დრო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის გამოყოფილი დროს. ჰობი ადამიანებს აბედნიერებს, ამიტომ შეეცადეთ სკოლის შემდეგ საყვარელი საქმის კეთებას რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ.



კოლეგებს ესაუბრეთ

თქვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს კოლეგებზე უკეთ ვერავინ გაიგებს. კოლეგებთან კომუნიკაცია გადაწვისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან მათ შეუძლიათ გირჩიონ, როგორ მოიქცეთ.

დააკვირდით რას აკეთებთ კარგად

ხანდახან მასწავლებლებს გონიათ, რომ ადმინისტრაცია და მშობელი ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე ინფორმაციას თუ ხშირად ითხოვს, მსოფლიო მისი წინააღმდეგაა. ამიტომ ხშირად დააკვირდით, რას იგებთ და აკეთებთ სწორად და რას არასწორად; რა გამოგდით კარგად და რა ცუდად.

გეგმა მოამზადეთ

თუ გინდათ წარმატებული მასწავლებელი იყოთ და თქვენი გაკვეთილებიც შედეგზე ორიენტირებული, კლასში შესვლამდე საგაკვეთილო გეგმა შედგენილი უნდა გქონდეთ. შესაძლოა წინასწარ მთელი წელი არ დაგეგმოთ, მაგრამ სულ ცოტა 1 კვირის გეგმა მაინც უნდა გქონდეთ.

სასკოლო საქმე სკოლაში დატოვეთ

სასკოლო საქმეები სკოლაში დატოვეთ- ეს არის ყველაზე ეფექტური გზა, თავი​ გადაწვისგან რომ დაიცავთ. სამსახურში სამსახურის, სახლში კი სახლის საქმე აკეთეთ.ნუ წაშლით საზღვრებს, რაც თქვენს პერსონალურ და პროფესიულ საქმეებს შორის. სახლი თქვენთვის უნდა იყოს ადგილი, სადაც საყვარელ ადამიანებთან ერთად ისვენებთ და არ იღლებით.

პრიორიტეტი თქვენ ხართ

დღის ბოლოს საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ. როდესაც ბედნიერები ხართ, უკეთ ასწავლით. როცა ყოველდღიური ცხოვრება გაბედნიერებთ, კარიერულადაც წინ მიიწევთ. თქვენი საქმიანობით სიამოვნების მიღებას თუ ისწავლით, სამსახურიდან წასვლამდე დღეებსაც არ დაითვლით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს

პედაგოგმა ლუსინე თუმასიანმა მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო, საზეიმო თუ შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება