სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

შეცდომა, რომელსაც ხშირად პროფესიონალებიც უშვებენ - რომელია სწორი?
12-02-2020
-
+


არცთუ ისე იშვიათად კამათობენ, წინადადებაში წევრ-კავშირის - „რომელიც“ ადგილსა და რიცხში შეთანხმებაზე. შეცდომები, რომ თავიდან აირიდოთ, გთავაზობთ გრამატიკულ წესებს, ასევე სწორ და არასწორ ვარიანტებს:

„რომელიც“ წევრ-კავშირის გამოყენებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ:

  • წინადადებაში მისი ადგილის სწორად განსაზღვრას;
  • ასახსნელ წევრთან მის რიცხვში შეთანხმებას.

თუ საზღვრულ არსებით სახელს განსაზღვრებად არ ახლავს მისათითებელი ნაცვალსახელი, ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად მასა და მიმართებით ნაცვალსახელს შორის არ უნდა იდგეს სხვა არსებითი სახელი.

შეცდომაა:  წიგნი მაჩუქა ნანამ, რომელიც მაიას წავუღე.

სწორია: ნანამ მაჩუქა წიგნი, რომელიც მაიას წავუღე.

სასურველია, მიმართებითი ნაცვალსახელი „რომელიც“ უშუალოდ მოსდევდეს საზღვრულ წევრს.

მაგალითად: ოთახში შესვლისთანავე დავინახე ულამაზესი პორტრეტი, რომელიც ბუხრის თავზე ეკიდა.

მიმართებითი ნაცვალსახელის რიცხვს განსაზღვრავს დამოკიდებული წინადადების ის წევრი, რომელთანაც ის ქმნის სინტაქსურ წყვილს.

როცა მთავარი წინადადების მისამართი სახელი მხოლობით რიცხვშია, „რომელიც“ წევრ-კავშირი მხოლობითში დგას.

მასწავლებელი ელაპარაკებოდა ბავშვს, რომელიც მას ყურადღებით უსმენდა.

თუ მისამართი სიტყვა კრებითი სახელია, წევრ-კავშირი „რომელიც“ მხოლობითში შეეწყობა მას:

ხალხი, რომელიც მაშინ ბევრს ლაპარაკობდა, ახლა ხმას აღარ იღებს.

როცა მისამართი სახელი  (სულიერი თუ უსულო) მრავლობითშია, „რომელიც“ წევრ-კავშირი მრავლობით რიცხვში უნდა გამოვიყენოთ.

მასწავლებელი ელაპარაკებოდა ბავშვებს, რომლებიც მას ყურადღებით უსმენდნენ;

კითხვები, რომლებიც აქ დაისვა, მეტად აქტუალურია.

„რომელიც“ წევრ-კავშირი მრავლობით რიცხვში დგას, თუ მხოლობითში  დასმულ საზღვრულ სახელს განსაზღვრებად ახლავს ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვა (მრავალი, ორიოდე, ყველა, ხუთი...)

მასწავლებელი ელაპარაკებოდა ორ ბავშვს, რომლებიც მას ყურადღებით უსმენდნენ.

შეცდომაა: 10 ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ.

სწორია: 10 ფილმი, რომლებიც უნდა ნახოთ.

„რომლებიც“ წევრ-კავშირი მრავლობითში დაისმის, თუკი დამოკიდებული წინადადება მიემართება მხოლობითში დასმულ ორ ან მეტ სახელს.

ანა და ნანა, რომლებსაც საღამოს კონცერტი ჰქონდათ, დილიდან გულმოდგინედ ემზადებოდნენ.

„რომელიც“ წევრ-კავშირი მრავლობითში დაისმის მაშინაც, როცა ასახსნელი წევრი ორ და მეტცნებიანი კომპოზიტია.

ნიკომ ამაყად გადახედა ცოლ-შვილს, რომლებიც მას მხარს უმშვენებდნენ.

მისამართ წევრს ზოგჯერ შეცდომით სვამენ იმ ბრუნვაში, რომელშიც წევრ-კავშირი დგას. ეს, ჩვეულებრივ, მაშინ ხდება, როცა დამოკიდებული წინადადება მოქცეულია მთავარში და ეს უკანასკნელი იწყება მისამართი წევრით.

შეცდომაა: წიგნი, რომელიც ბიბლიოთეკიდან ერთი კვირით გამოვიტანე, ორ თვეს ვკითხულობდი.

სწორია: წიგნს, რომელიც ბიბლიოთეკიდან ერთი კვირით გამოვიტანე, ორ თვეს ვკითხულობდი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება