სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უფლისციხესთან სულ სხვაა მტკვარი“ - გთავაზობთ შავსაყდრის საჯარო სკოლის პედაგოგის დიანა ჯაშიაშვილის ლექსებს
28-01-2020
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შავსაყდრის საჯარო სკოლაში ნიჭიერი პედაგოგები მუშაობენ. ერთ-ერთი მათგანი დიანა ჯაშიაშვილია. ახალგაზრდა პედაგოგს ძალიან უყვარს პოეზია და თავადაც არაჩვეულებრივ ლექსებს წერს.

გთავაზობთ დიანა ჯაშიაშვილის საინტერესო ლექსებს:  „უფლისციხესთან სულ სხვაა მტკვარი“ და „არჩილს“:

უფლისციხესთან სულ სხვაა მტკვარი

უფლისციხესთან სულ სხვაა მტკვარი,

აქ თითქოს გმირულს გვიმღერის ტალღა,

უფლისციხეში ლოდების ჯარი

ისე გაოცებს,სხვას რაღას ნახავ.

ათასწლეულებს შევყურებთ მასში,

ის დიადია , მზეს ვხედავ ქვაში,

მტკვარში ტალღების ცისფერი რაში

 კამარას კრავს და სხივებს წყვეტს ცაში.

უფლისციხესთან დიდი მაქვს გული,

სულიც დიდი მაქვს , ვერ ვიტევ ერთი,

მითი , მის ქვაში დაბადებული 

ნაკურთხია და ნალოცი ღმერთით.

აქ მეფეები ქვეყნის ბედს წყვეტდნენ,

ერის ვარამი ხომ უნდა ზიდონ,

გაზაფხულისას ხმალ-აბჯარს ჭედდნენ,

მტკვარში ავლებდნენ ელვარე ლითონს.

უფლისციხესთან მძიმეა მტკვარი

მას მხრებით მოაქვს კარგიც და ცუდიც,

შიდა ქართლელ კაცს ჯიშიც და გვარიც

მეომარი ყავს , არ ძინავს წუთით.

მტკვარში ერთხელ თუ მოუსვი მკლავი,

მონათლული ხარ სამშობლოს ბანგით,

უფლისციხეს თუ მოავლე თვალი,

მაშ შენც გჭერია მგოსანთა ჩანგი.

უფლისციხესთან სულ სხვაა მტკვარი,

წყალი კი არა გმირს ვხედავ ტალღად,

მე მესიზმრება ლოდების ჯარი

და იმედია კვლავ ცხადში ვნახავ.

არჩილს!..
ვინ თქვა, გმირობა მოიშალა ჭირნახულ ქართლში,
ვინ თქვა, ვაჟკაცებს ვეღარ ზრდიან ჩვენს მიწა-წყალზე,
დედის ნაგლოვი სისხლს აჩერებს, ქარიშხლობს ქარში,
ცრემლი არ შრება, არც დაშრება მშობლების თვალზე.
არა კაცობის ზეიმია მიწასა ზედა,
ამ ერთ ვაჟკაცად არ მიღირდა სამყარო მთელი,
შენს გაფრთხილებას მეზობელო დედის ხმით ვბედავ,
ჩვენს გმირ ჭაბუკებს აღარ ახლო ბინძური ხელი.

ო, როგორ მტკივა შენი სული და წლები არჩილ,
რაც არ გაცალეს ის კაცობა და ვაჟკაცობა,
შენ, შენს მამულში თავგანწირვის სიმბოლოდ დარჩი,
შენს ნაკვალევზე გაიზრდება ახალგაზრდობა.
სამაჩაბლოში იტირებენ ბებერი მთები,
ლოდებს წაიშენს კალაპოტში შენთვის ლიახვი,
შენს ნაფეხურზე შიდა ქართლში ნაგვემი გზები,
მზეს დაიფენენ, გაგიფანტონ იქნებ წყვდიადი.

ტატუნაშვილო, ვენაცვალე შენს ქართველობას,
შენი წამების მოწილე ვარ და შენი ტანჯვის,
გმირობა არის ქართველების წმინდა ხელობა
და მე მუხლს ვიყრი შენს წინაშე, შენს სულთან არჩილ.

დიანა ჯაშიაშვილი
1. 04. 2018 წელი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება