| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და დადგეს საინტერესო სპექტაკლები.
ღონისძებაზე ნომრები წარმოდგენილი იყო ქართულ, რუსულ, ბერძნულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები და თემის წარმომადგენლები.
„მოსწავლეებისთვის ეს დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა, თითოეულ მოსწავლეს ღონისძიების ბოლოს საჩუქრად მობილური ტელეფონი გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ტელეფონები მათთვის საქველმოქმედო ფონდმა სახელწოდებით „Новый Опрети“ -მა შეიძინა. ოფრეთის საჯარო სკოლა მოსწავლეების და მათი მშობლების სახელით მადლობას უხდის, ფონდს, მის დამაარსებელს და თითოეული ფონდის წევრს, ვინც მოსწავლეები გაახარა და ასეთი დაუვიწყარი დღე აჩუქა.
ღონიძებაში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, მთლიანად ღონიძიებას კი ორგანიზატორობდა ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი