სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორისის საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში აქტიურად მუშაობს
30-12-2019
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის გორისის საჯარო სკოლა პროექტის- „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში აქტიურად მუშაობს.

სკოლის დირექციამ „ეტალონს“ პროექტის ფარგლებში მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„გორისის საჯარო სკოლის ისტორია, სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი ნანული (ნაილი) შეყლაშვილი თავისი პედაგოგიური მოღვაწეობის 24-ე წელს ისევ ისეთი შემართებით და სიახლეებით ფეხადგმული ხვდება, როგორც წლების წინ 20 წლისამ რომ შეაღო მშობლიური სკოლის კარი - დროებით, .... და … დარჩა, იქ სადაც ბავშვების უსაზღვრო სიყვარული, პროფესიისადმი უდიდესი პასუხისმგებლობა და ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობა დაინახა.

წელს ჩვენი სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩაერთო, მართალია ის არ ასწავლის დაწყებით კლასებს, მაგრამ უმალვე ჩაერთო სკოლის განვითარების ჯგუფში, რომელსაც ლიდერობს ქალბატონი მარეხი კუტალაძე. სკოლამ „არაფორმალური განათლების დანერგვისა და ხელშეწყობის“ მიმართულება აირჩია. ნანული მასწავლებელმა გააკეთა პროექტი, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა კათედრის წარმომადგენელი კოლეგები. ურთიერთთანამშრომლობის, პირობებში ამ პროექტის ფარგლებში სკოლაში მოქმედებს 6 სხვადასხვა საგნის და მიმართულების კლუბი. მათ შორის ორი კლუბის კურატორი ნაილი მასწავლებელია:

ისტორიის კლუბი_ „ისტორია“

ჩვენი საქართველოს კლუბი- „ამერ-იმერი“

ეკოკლუბი - „ავოკადო“_ კურატორი ფიზიკის მასწავლებელი ნ. ჭიტაძე

უცხო ენების კლუბი _ „გოეთე“, გერმანული ენის პედაგოგი ლ.ლაბაძე

მკითხველთა კლუბი- „საუნჯე“ -ისტორიის მასწავლებელი ნათია შეყლაშვილი

„ჩვენი ეზო“_ დაწყებით განათლების პედაგოგი მ. გოშაძე

კლუბების მთავარი მიზანი გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების სკოლის მოსწავლეებში პოპულარიზაცია და არაფორმალური განათლების დანერგვა და ხელშეწყობაა.

სკოლაში აქტიურად ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები ტოლერანტობის, გენდერულ თანასწორობის, შშმპ პირების დღე, ანტიბულინგური კომპანია. არაძალადობრივი, უსაფრთხო გარემოს შექმნისა და დაცვის, ქალთა მიმართ ძალადობის, კვირეულები. აღინიშნა მთის საერთაშორისო დღე, დაირგა ხეხილის ნერგები და წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტია.

„ყოველთვის ვიყენებ და ვიყენებდი ჩემს გაკვეთილებზე არაფორმალურ განათლებას, ვთვლი და ვთვლიდი ყოველთვის რომ აქტიური მოქალაქე მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულია სასწავლო პროგრამებით არ და ვერ გაიზრდება. ყოველთვის არის საჭირო რაღაც ახალი, რაც გაააქტიურებს მოსწავლეთა მოტივაციას და მათ მთლიან პიროვნულ ჩართვას გამოიწვევს სწავლის პროცესში. სწავლის- სწავლა მხოლოდ მოსწავლეს შეუძლია შინაგანი მოტივაციის, თავის სურვილებზე მორგებული კარგი ფასილიტატორი მასწავლებელს დახმარებით, რომელიც ამხნევებს მათ, აგრძნობინებს თავს დაცულად, მხარს უჭერს მათ წამოწყებას და სჯერა თითოეული მათგანის, ყოველთვის მზადაა მათ დასახმარებლად და მოთმინებით ასწავლის. ჩემს მოსწავლეობის პერიოდში სულ მესმოდა „დავეწიოთ და გავუსწროთ“ მე ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს „გინდა წინ წახვიდე?! არასოდეს შეჩერდე’’ ყველა დღეს გაეჯიბრე შენს თავს იყავი იმაზე კარგი, ვიდრე ხარ დღეს!“- ამბობს ნაილი მასწავლებელი.

დღეს 24 დეკემბერი_კიდევ ერთი-საინტერესო და შემეცნებითი დღე გვაჩუქა ნანული მასწავლებელმა ძალადობის წინააღმდეგ კომპანიის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება წარმოგვიდგინა მეცხრე კლასში, რომელსაც ესწრებოდა კლასის ხელმძღვანელი: გ.გოგოლაძე სკოლის სასწავლო ნაწილი ლ.ქურციკიძე, პედაგოგები: ნ.ცარციძე, თ.ცუხიშვილი. ღონისძიება წარმართა საინტერესო აქტივობებით „ჩემი უნიკალური სამყარო“, „აისბერგი“ ყოუტუბე-ზე გავრცელებული ვიდეო ექსპერიმენტის განხილვა, მოსწავლეების მიერ მომზადებული პპ პრეზენტაცია ძალადობის შესახებ . ბოლოს ღონისძიება შეჯამდა აქტიური დისკუსიით. მოსწავლეებმა წაიკითხეს თავიანთი მესიჯები , „ბავშვი სამყაროს მზეა“  სკოლაში ანტიბულინგური ალგორითმი გაავრცელეს

 ნაბიჯი 1 : შეჩერდი

ნაბიჯი2: არ აჰყვე მჩაგვრელს.

ნაბიჯი3: გააკეთე შეტყობინება“,- წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება